ვერცხლისფერი ტკიპა

ვერცხლისფერი ტკიპა (ლათ. Pyllocoptruta oleivorus) — ფეხსახსრიანი ცხოველი ოთხფეხიანი ტკიპების ოჯახისა. ციტრუსოვანი კულტურების საშიში მავნებელია. მატლი და ზრდასრული ფორმა აზიანებს ნაყოფს, ფოთოლსა და მწვანე ყლორტებს. ვერცხლისფერი ტყიპას სიგრძეა 0,13-0,16 მმ, თავმკერდი კარგადა აქვს განვითარებული. მუცლის ბოლო შევიწროებულია. სხეულის წინა ნაწილში აქვს ორი წყვილი ფეხი. ზამთრობს მყუდრო ადგილებში (მცენარის კვირტში, ფოთლის ყუნწში და სხვა). გაზაფხულზე ჯერ ფოთლის ქვედა მხარეს აეკვრება და წუწნის, შემდეგ გადადის ნაყოფზე. წელიწადში 13-14 თაობას იძლევა. გავრცელებულია უმეტესად იმ ქვეყნებში, სადაც ციტრუსები მოჰყავთ (გარდა აფრიკისა). ყოფილ სსრკ-ში 1934 წელს შემოყვა საინტროდუქციო მასალას და სწრაფად გავრცელდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და კრასნოდარის მხარის ყველა რაიონში.

ვერცხლისფერი ტკიპა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ობობასნაირნი
რიგი:  ტკიპები
ოჯახი:  ოთხფეხიანი ტკიპები
სახეობა:  ვერცხლისფერი ტკიპა
ლათინური სახელი
Pyllocoptruta oleivorus

ბრძოლის ღონისძიებანი: მცენარეზე კალციუმის პოლისულფიდის ან ცინების სუსპენზიის შესხურება; სარგავი მასალის დეზინფექცია.

ლიტერატურა

რედაქტირება