ვედრების პირველი ნასოფლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვედრების ნასოფლარი.

ვედრების პირველი ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედრების ჩრდილოეთით 1 კმ-ზე, შემაღლებულ ბორცვზე (სამების მთა). თარიღდება ფეოდალური ხანით. შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის დასავლეთი კედლის ნაწილი. შეინიშნება გალავნისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები. მრავლადაა დიდი ზომის ქვები, თიხის ჭურჭლისა და კრამიტის ნატეხები.

ლიტერატურა რედაქტირება