ვახჯირის უღელტეხილი
ვახჯირის უღელტეხილი (ჩინ.: 瓦赫吉尔山口, პუშტუ کوتل وجیر) — მდებარეობს ვახანის დერეფნის აღმოსავლეთ ბოლოში ჰინდუქუშზე. ის ავღანეთსა და ჩინეთს შორის არსებული ერთადერთი უღელტეხილია, აკავშირებს ვახანს ტახკორგი-ტაჯიკის ავტონომიურ ოლქთან სინძიანში. უღელტეხილის სიმაღლეა 4,923 მეტრი, თუმცა არ წარმოადგენს საზღვრის გადაკვეთის ოფიციალურ წერტილს. ჩინეთი მას ვახჯირის სამხრეთ უღელტეხილს (南瓦根基达坂) უწოდებს, რადგან ჩინეთის მხარეს ასევე ჩრდილოეთი უღელტეხილიც არსებობს.
ვახჯირის უღელტეხილი | |
---|---|
ჩინ.: 瓦赫吉尔山口, პუშტუ کوتل وجیر | |
აურელ სტეინის სურათი, უღელტეხილის გადავლამდე. | |
კოორდინატები: 37°05′15″ ჩ. გ. 74°29′03″ ა. გ. / 37.08750° ჩ. გ. 74.48417° ა. გ. | |
ქვეყანა | ავღანეთი ჩინეთი |
ტერიტორიული ერთეული | ბადახშანის პროვინცია, ავღანეთი სინძიანი, ჩინეთი |
სიმაღლე | 4923 მ |
ქედი | პამირი |
აკავშირებს | ავღანეთს ჩინეთთან |
მიმოხილვა
რედაქტირებავახჯირის უღელტეხილს სამანქანო გზა არ კვეთს. ჩინეთის მხრიდან მიმდებარე რეგიონში შესვლა მხოლოდ სამხედრო პირებისთვისაა ნებადარტული.[1] ჩინეთმა მთელი საზღვრის გასწვრივ, 92 კილომეტრის სიგრძეზე მავრთულ ხლართის ღობე გაავლო. ურელტეხილიდან 20 კილომეტში აღმოსავლეთით მდებარეობს სასაზღვრო საგუშაგო.[2] 2009 წელს ჩინეთის სახლახო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ მესაზღვრეებისთვის საზღვრიდან 10 კილომეტრში სამხედრო გზის მშენებლობა დაიწყო.[3] გზა ტაღდუმბაშ პამირის ხეობას მიუყვება და 80 კილომეტრში ყარაყორუმის გზატკეცილს უერთდება. ვახჯირის უღელტეხილის აღმოსავლეთიტ ჩინეთის მხარეს მდებარე მთლიანი ხეობა ვიზიტორებისთვის დაკეტილია, თუმცა ადგილობრივ მაცხოვრებლებს და მწყემსებს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება აქვთ.[4]
ავღანეთის მხარეს უახლოეს გზას სარჰადისკენ მიმავალი გრუნტის გზა წარმოადგენს, რომელიც უღელტეხილს დაახლოებით 100 კილომეტრის სიგრძის ბილიკებით უკავშირდება.[5] უღელტეხილთან ახლოს 4,554 მეტრზე არის ყინულის გამოქვაბული, საიდანაც მდინარე ვახჯირი იღებს სათავეს და საბოლოოდ ამუდარიაში ჩედინება. ამიტომ ამ გამოქვაბულს ხანდახან ამუდარიას სათავედაც მიიჩნევენ. დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით არის პაკისტანისკენ მიმავალი უღელტეხილი დილისანგი.[1]
ისტორია
რედაქტირებავახჯირის უღელტეხილი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ნაწილია. ითვლება, რომ ამ გზით დაახლოებით 649 წელს დაბრუნდა ჩინეთში დიდი ბუდისტი პილიგრიმი სუანცზანი.[6]
ძირითადად უღელტეხილი წელიწადის განმავლობაში 5 თვე მიუწვდომელია, და დანარჩენი დროის განმავლობაშიც ხანდახან იკეტება.[7] რელიეფი არის ძალიან რთული, თუმცა აურელ სტეინის ჩანაწერების მიხედვით უღელტეხილის მისადგომი ძალიან მარტივია. [7] უღელტეხილის უცხოელების მიერ გავლის რამდენიმე ჩანაწერი არსებობს.
ისტორიულად უღელტეხილი ბადახშანსა და იარკენდს შორის სავაჭრო გზას წარმოადგენდა, რომელსაც ბაჯაურის ვაჭრები იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარკო პოლო უღელტეხილს სახელით არ მოიხსენიებს სავარაუდოდ მანაც გაიარა ამ მარშუტით. შემდეგი ევროპელი ვინც 1602-1606 წლებში უღელტეხილი გადაკვეთა იყო იეზუიტი პორტუგალიელი მღვდელი ბენტო დი გიოში. შემდგომი ჩანაწერები უკვე XIX საუკუნის ბოლოს დიდი თამაშის სახელით ცნობილი პოლიტიკური მოვლენების დროს ჩნდება.[8] 1868 წელს ინდოეთის დიდი ტრიგონომეტრიული გამოკვლევის თანამშრომელმა პანდიტმა (მზვერავი) სახელად მირზა გაიარა.[9] შემდეგ იყვნენ ბრიტანელი სამხედრო პირები 1874, 1891, 1894 და 1906 წლებში. ბოლო ევროპელი რომელმაც აღნიშნულ მარშრუტზე 1947 წელს გაიარა იყო ინგლისელი მკვლევარი ბილ ტილმანი.[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Dufour, Julien. Pamir & Wakhan - Getting there. Online Guide to Trekking in the Wakhan and Afghan Pamir. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-24. ციტირების თარიღი: 2017-02-03.
- ↑ Cui Jia. (2014-09-25) High alert en. ციტატა: „A barbed wire fence appeared after another 20 km west of Keketuluke. The fence separates China and Afghanistan amid the 92 km border area.“ ციტირების თარიღი: 2017-02-03.
- ↑ Russell Hsiao, Glen E. Howard. (2010-01-07) China Builds Closer Ties to Afghanistan through Wakhan Corridor. Jamestown Foundation. ციტირების თარიღი: 2017-02-03.
- ↑ 环球时报. (2009-05-07) 《环球时报》记者组在瓦罕走廊感受中国边防 zh. Global Times. ციტატა: „由于瓦罕走廊没有开放旅游,普通游客走到这里便无法继续前行。...据他介绍,该派出所海拔3900米,辖区内户籍75户,约300人,到七八月夏季牧场开放时,山下牧民会到高海拔地区放牧,走廊人口将达到1800人左右。“ ციტირების თარიღი: 2017-02-04.
- ↑ J. Mock and K. O'Neil (2004): Expedition Report
- ↑ სტეინი, აურელ (1903-06-30). „Exploration in Chinese Turkestan“. United States Congressional Serial Set. Washington, D.C.: ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი (748): 752. ციტირების თარიღი: 2017-02-03.
- ↑ 7.0 7.1 Townsend, Jacob. (June 2005) China and Afghan Opiates: China and Afghan Opiates: Assessing the Risk. Institute for Security and Development Policy. ციტატა: „The only border crossing is the Wakhjir Pass at an altitude of 4,927m, which is closed for at least five months a year and is open irregularly for the remainder.“ ციტირების თარიღი: 2017-02-03.
- ↑ Shahrani, M. Nazif. (1979) The Kirghiz and Wakhi of Afghanistan: Adaptation to Closed Frontiers and War University of Washington Press, Seattle, ISBN 0-295-95669-0; 1st paperback edition with new preface and epilogue (2002), ISBN 0-295-98262-4 p.27
- ↑ Shahrani, M. Nazif. (1979 and 2002) p.31
- ↑ Mock and O'Neil 2004 Shipton Tilman Grant Application