ვახტანგ ჭუმბურიძე
ვახტანგ ჭუმბურიძე (დ. 1 ივლისი, 1952, თბილისი) — ქართველი ექიმი, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი.
1988-2001 წლებში იყო თბილისის თერაპიის ინსტიტუტის, თერაპიის ეროვნული ცენტრის უმცროსი მეცნიერ–მუშაკი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე. გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კლინიკური ფარმაკოლოგიისა და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი. ავტორია 120-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, სამი მონოგრაფიის და ერთი საავტორო მოწმობის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ოქსიფედრინის ანტიანგინალური მოქმედება გ. ი. დ. დროს“, დაიცვა 1977 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „კარდიომიოპათიის კლინიკო–იმუნოლოგიური დახასიათება“, დაიცვა 1987 წელს.