ვახტანგ ჩიქოვანი
ვახტანგ ვლადიმირის ძე ჩიქოვანი (დ. 2 აგვისტო, 1919, თბილისი — გ. 1 მარტი, 1944) — ქართველი ჯარისკაცი, საბჭოთა კავშირის გმირი, 861-ე პოლკის ქიმიური სამსახურის ხელმძღვანელი, უფროსი ლეიტენანტი. 21 წლის ასაკში დაიღუპა უკრაინაში, სოფელ ვოდიანიკის სიახლოვეს გერმანიის სამხედრო შენაერთებდთან ბრძოლისას.[1]
ვახტანგ ვლადიმერის ძე ჩიქოვანი | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 2 აგვისტო, 1919 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 1 მარტი, 1944 (24 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სოფელი ვოდიანიკი, უკრაინა |
კუთვნილება | სსრკ |
წოდება | უფროსი-ლეიტენანტი |
ბრძოლები/ომები | დიდი სამამულო ომი |
ჯილდოები | საბჭოთა კავშირის გმირი, ლენინის ორდენი, წითელი დროშის ორდენი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი და წითელი ვარსკვლავის ორდენი |
დაიბადა თბილისში, 1919 წლის 2 აგვისტოს. დაწყებითი განათლება მიიღო რკინიგზის I (დღეს 150-ე საჯარო) სკოლაში. დაასრულა თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის 3 კურსი.
ჯარში 1941 წლიდან. 1942 წელს დაასრულა ქიმიური თავდაცვის სახელმწიფო აკადემია. ფრონტზე 1942 წლიდან.[1]
861-ე პოლკის ქიმიური სამსახურის ხელმძღვანელი, უფროსი ლეიტენანტი ჩიქოვანი გამოირჩა 1943 წლის დეკემბრის — 1944 წლის თებერვლის ბრძოლებში.[1]
1943 წლის დეკემბრის ბრძოლებში უფროსი ლეიტენანტი საკუთარი სურვილით ხელმძღვანელობდა ქვეითთა დანაყოფს და აიღო ქალაქ ჩერკასის (უკრაინა) პიონერთა სასახლის შენობა — გერმანელთა გამაგრებული პუნქტი.[1]
1944 წლის თებერვალში მან შეცვალა პოლკის ხელმძღვანელი ლეიტენანტი უკოლოვი და ათი (10) კაცისგან შემდგარი ჯგუფით გადავიდა მდინარე როსის მეორე მხარეს, შევიდა გერმანელთა ზურგში და გამოიწვია მათ რიგებში გაურკვევლობა. ამავდროულად როტის ძირითადი ნაწილი გადავიდა მეორე მხარეს და შეუტია მოწინააღმდეგეს. ბრძოლის შედეგად გერმანელებმა დაკარგეს ჯარისკაცთა როტა, ტყვედ ჩაბარდა 60 ადამიანი. მტრის დევნისას როტამ გაათავისუფლა ორი დასახლებული პუნქტი.[1]
1944 წლის 1 მარტს, 25 წლის ასაკში, ბრძოლაში დაიღუპა მტრის ნაღმისგან.[1]
სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს 1944 წლის 13 სექტემბრის განკარგულებით გერმანელ ფაშისტებთან ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცის, ვაჟკაცობისა და გმირობისთვის, უფროს ლეიტენანტ ვახტანგ ვლადიმირის ძე ჩიქოვანს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.[1]
დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის II ხარისხის, წითელი ვარსკვლავის ორდენებითა და მედლებით.[1]
დაკრძალულია ჩერკასის ოლქის სვენიგოროდის რაიონის სოფელ ვოდიანიკში. საფლავზე აღმართულია ობელისკი. სოფელ იაბლონევკას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაიმართა ბრძოლები, აღმართულია სტელა გმირის სურათით. ქალაქ ჩერკასის პიონერთა სასახლეზე აღმართული იყო მემორიალური დაფა. ქალაქ ჩერკასში და დასახლება სტებლევში გმირის სახელს ატარებენ ქუჩები. ვახტანგ ჩიქოვანის სახელს ატარებდა ასევე თბილისის რკინიგზის I სკოლის პიონერთა დანაყოფი.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
- Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981