ვახტანგ სალაყაია
ვახტანგ სალაყაია (დ. 1 აგვისტო, 1925, სენაკი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1961), ღირსების ორდენის კავალერი (1996).
ვახტანგ სალაყაია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1 აგვისტო, 1925 სენაკი |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები |
საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1961) ღირსების ორდენი (1996) |
ბიოგრაფია
რედაქტირება1942 წელს დაამთავრა სენაკის მე-2 საშუალო სკოლა. 1942 წელს სწავლა განაგრძო ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტში დაუსწრებელ ფაკულტეტზე.
სკოლის ასაკიდანვე მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში, აგრეთვე სენაკის სახელმწიფო თეატრის ცალკეულ დადგმებში. 1945-1949 და 1953-1966 წლებში იყო სოხუმის ქართული თეატრის მსახიობი, 1949-1953 წლებში — ფოთის თეატრის მსახიობი. ყელის დაავადების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა საყვარელი პროფესია და ადმინისტრაციულ საქმეებზე გადართულიყო. 1966-1970 წლებში იყო დასასვენებელი სახლის „რიწის ტბის“ დირექტორი. 1970-1974 წლებში იყო სარეკლამო სააგენტო „ივერიას“ აფხაზეთის კომბინატის დირექტორი, 1974-1980 წლებში საქართველოს სარეკლამო საგენტო „ივერიას“ დირექტორის მოადგილე, შემდგომ ბოლო ერთი წელი კი დირექტორი. 1980-1990 წლებში, აფხაზური და ქართული თეატრების გაყოფის შემდეგ (1980), ქართული სახელმწიფო თეატრის დირექტორ-განმკარგულებელია. 1990 წლიდან — სენაკის სახელმწიფო თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ქართულ სცენაზე არაერთი როლი განასახიერა, მათ შორის: სოხუმის თეატრში: გელა („ხევისბერი გოჩა“), სოლეიმანი, ასკარი („არშინ მალ ალანი“), ოქროპირი („უტუ მიქავა“), იერემია წარბა („პირველი ნაბიჯი“), ტიბალტი („რომეო და ჯულიეტა“), მაღალაშვილი („ქართლის ჩირაღდნები“), ჰერცოგი („მეთორმეტე ღამე“), გაიოზ გადალენდია („ტარიელ გოლუა“), დურმიშხანი („სურამის ციხე“), პირატოვი („უმზითვო“), დათიკო („გლახის გაამბობი“), იერემია წარბა („პირველი ნაბიჯი“). ფოთის თეატრში განასახიერებული როლები: რობინ ჰუდი („რობინ ჰუდი“), პეტრუჩიო („ჭირვეული ცოლის მორჯულება“), გიჟუა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ვანათალინჰო („ცეკვის მასწავლებელი“), რომანოზი („უჩა უჩარდია“). სენაკის თეატრში განასახიერა: გიორგი („და-ძმა“), ეზეკი („ლევანუხუს ხმალი“), გაჰინსბორნი („რობინ ჰუდი“), ქაიხოსრო გურიელი („სამეგრელოს მთავარი ლევანი“), პეპო („პეპო“).
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1961 — საქართველოს დამსახურებული არტისტი[1]
- 1989 — საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1996 — ღირსების ორდენი[2]