ვახტანგ ნინუას ქუჩა
ვახტანგ ნინუას ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ნაძალადევის რაიონში (ღრმაღელე); ზესტაფონის ქუჩიდან ეკა ბეჟანიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში და ტრიკოტაჟის ქუჩა ეწოდა, რაც ამ ქუჩაზე მდებარე ტრიკოტაჟის კომბინატიდან მომდინარეობს. დღევანდელი სახელწოდება, ვახტანგ ნინუას ქუჩა კი 2007 წელს დაერქვა.
ვახტანგ ნინუას ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ნაძალადევის რაიონი |
უბანი | ღრმაღელე |
წინა სახელები | ტრიკოტაჟის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 130, ISBN 978-99928-20-35-3.