ღრმაღელე (თბილისი)
ღრმაღელე — თბილისის ძველი უბანი მტკვრის მარცხენა მხარეს, დიდუბესა და ავჭალას შორის, ახლანდელი ღრმაღელის ქუჩის მიდამოები, ნაძალადევის რაიონი. სახელწოდება მიიღო ჩახრამული რელიეფის გამო.
ღრმაღელე | |
---|---|
დავით გურამიშვილის გამზირი | |
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ნაძალადევის რაიონი |
ისტორია
რედაქტირებაღრმღელის მიდამოებში მიკვლეულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები. გვიანდელ შუა საუკუნეებში სამგორიდან მდინარე მტკვრამდე აღწევდა ხრამი, რომელიც დიდი წვიმების დროს ღელედ იქცეოდა. მოგვიანებით ხრამი ამოავსეს, ახლა იქ ღრმაღელის ქუჩა გადის. XIX საუკუნის ბოლოდან ღრმაღელე თბილისის რევოლუციური გარეუბანი იყო. 1898 წლის 19 აპრილს აქ გაიმართა არალეგალური საპირველმაისო მიტინგი.
1948 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულების საფუძველზე, ღრმაღელის დასახლება გამოეყო თბილისის რაიონს და შეუერთდა ქალაქ თბილისს შემდეგ საზღვრებში: ჩრდილოეთით — მდინარე გლდანი, აღმოსავლეთით — ქალაქის მიჯნა, სამხრეთით — ღრმაღელის ხევი და დასავლეთით — მდინარე მტკვარი.[1] შედიოდა ლენინის სახელობის რაიონში. XX საუკუნის 80-იან წლებში ღრმაღელე დამტკიცებული პროექტის მიხედვით განაშენიანდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 182, ISBN 978-99928-20-35-3.
- ბერიძე, თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 599.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4-6 (17-19), გვ. 4, თბ., 1949 წ. ISSN 0203-2023