ვახტანგ მირიანაშვილი

ვახტანგ მირიანაშვილი (დ. 5 აგვისტო, 1910, სოფ. ანაგა, სიღნაღის რაიონი — გ. 1973) — ქართველი აგრონომი.

მირიანაშვილმა შრომითი საქმიანობა დაიწყო ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარში. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი დაინიშნა საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის მარცვლეული კულტურების სამმართველოს უფროსად. 1939-1944 წლებში იყო წითელწყაროს რაიონის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, 1944-1950 წლებში — წითელწყაროს რაიონის (ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) რაიკომის პირველი მდივანი, 1950-1952 — საქართველოს სსრ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრი. შემდეგ სხვადასხვა წლებში იყო საგარეჯოს რაიაღმასკომის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სოფლის მეურნეობისა და დამზადების განყოფილების უფროსი, საქართველოს კპ სამგორის რაიონის პირველ მდივანი, გარდაბნის რაიონის პირველი მდივანი. 1966-1973 წლებში საქართველოს სსრ საბჭოთა მეურნეობების სამინისტროს მევენახეობა-მეხილეობის საბჭოთა მეურნეობების ტრესტის მმართველი.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება