ვახტანგი (ლიპარტელიანი)
ეპისკოპოსი ვახტანგი ( ერისკაცობაში — გიორგი ოთარის ძე ლიპარტელიანი; დ. 25 ოქტომბერი, 1965, თბილისი) — ნიკორწმინდის ეპარქიის მღვდელმთავარი 2015 წლის 1 ივნისიდან.
ვახტანგი | |
---|---|
ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსი | |
პროვინცია | რაჭა |
ეპარქია | ნიკორწმინდის ეპარქია |
ეკლესია | ქართული მართლმადიდებლური ეკლესია |
ინთრონიზაცია | 1 ივნისი, 2015 |
პირადი მონაცემები | |
საერო სახელი | გიორგი ლიპარტელიანი |
დაბადების თარიღი | 25 ოქტომბერი, 1965 |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ქრისტიანობა |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. 2008 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა ბერად და სახელად ვახტანგი ეწოდა. 2009 წლის 8 მარტს ხელი დაასხეს დიაკვნად და იმავე წლის 27 სექტემბერს მღვდლად აკურთხეს. მალევე იქნა არქიმანდრიტის ხარისხში აღყვანილი. არქიმანდრიტი ვახტანგი 2015 წლის 25 მაისის წმინდა სინოდის სხდომაზე გამოირჩიეს მღვდელმთავრად, რასაც იმავე წლის 1 ივნისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის მიერ მისი ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად კუთხევა მოჰყვა.[1]