ვახო მეგრელიშვილი

ვახტანგ (ვახო) მეგრელიშვილი (დ. 28 თებერვალი, 1972, თელავი[1]) — ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი. არის პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.

ვახო მეგრელიშვილი
დაბადების თარიღი 28 თებერვალი, 1972 (1972-02-28) (52 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პარტია გირჩი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1972 წლის 28 თებერვალს. 1996 წელს მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება, 1996-1998 წლებში სწავლობდა ზოგად ქირურგიას კლინიკურ ორდინატურაში. 1998 წელს მცირე ხნით მუშაობდა ექიმად. 1999 წელს მუშაობდა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში. 2000 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია - „პაციენტების უფლებების დაცვის კავშირი“ და სამი წლის მანძილზე იყო პროექტების ავტორი და დირექტორი. 2000-2001 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სამედიცინო დეპარტამენტის მრჩევლის პოზიციაზე. 2003 წელს დაინიშნა „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ. 2004-2007 წლებში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. 2007-2014 წლებში მუშაობდა მსოფლიო ბანკის, USAID-ის, ევროკავშირის და სხვა დონორების პროექტებში კონსულტანტად საქართველოში. 2008-2010 წლებში იყო თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის დირექტორი. 2011 წელს იყო აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი. სხვადასხვა დროს უნივერსიტეტებში ასწავლიდა კრიტიკულ აზროვნებას და პოლიტიკურ იდეოლოგიებს. 2012 წელს იყო კომპანია „ბერტას“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 2013-2015 წლებში დააარსა ნიუტონის თავისუფალი სკოლა, სადაც სამი წელი იყო დირექტორი, ეკონომიკისა და ქიმიის მასწავლებელი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს მაჟორიტარად, №12 მაჟორიტარულ ოლქში (რუსთავი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილის მაჟორიტარად), მიიღო 2468 ხმა (3,3%).[2] 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გირჩი“.[3] ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. [4]

საქართველოს პარლამენტის წევრი

რედაქტირება

2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

2021 წლის 19 აპრილს ვახტანგ მეგრელიშვილმა ხვიჩიამ და „გირჩის“ ორმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. [5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება