ვახანის ქედი (საქართველო)
ვახანის ქედი — ქედი საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.[1] მესხეთის ქედის ჩრდილოეთის განშტოება, მდინარეების ვახანისწყლისა და ბჟოლისხევის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადები) წყალგამყოფი.
ვახანის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 41°55′32″ ჩ. გ. 43°18′14″ ა. გ. / 41.925806° ჩ. გ. 43.303889° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ზვენიდაურა |
სიმაღლე | 1164 მ |
იწყება ზღვის დონიდან 1815 მ სიმაღლის მთასთან, მიემართება ჩრდილოეთით, თანდათან დაბლდება და მთავრდება მდინარე ჩხერიმელის ხეობის მარცხენა მხარეს. ქედზეა მთები ზვენიდაურა (1164 მ) და ნაჩიხურა (1008 მ). აგებულია მესამეული დანალექი ქანებით. კალთები ძლიერ დახრილია. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ზოგან წიწვოვნებიცაა. თხემზე აქა-იქ მდელოებია.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 67.
- ↑ დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 220.