ვაჩე კარიჭის ძე
ვაჩე კარიჭის ძე — XI საუკუნის I ნახევრის ქართველი დიდგვაროვანი, ტაოელი აზნაური. ქართული წყაროების („მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძე) მიხედვით ბაგრატ IV-ის გამეფების პირველივე წელს (1027) ვაჩე კარიჭის ძე, ბანელი ეპისკოპოსი იოვანე და მრავალი სხვა ტაოელი აზნაური განუდგნენ მეფეს და ბიზანტიის იმპერიაში გადასახლდნენ.
უცნობია ვაჩე ტაოს ერისთავი იყო (დ. ბერძენიშვილი) თუ მხოლოდ ადგილობრივი მემამულე აზნაური (მ. ბახტაძე).[1] ასევე უცნობია ვაჩეს ტაოდან გადასახლების შემდგომი ბედი. კ. კეკელიძის აზრით, ვაჩე უნდა ყოფილიყო მამა ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ეფრემ მცირისა, თუმცა თავად ეფრემის თხზულებებით ეს არ დასტურდება. ზ. ალექსიძის ვარაუდით, ვაჩე კარიჭის ძე შესაძლოა იგივე ვაჩეა, რომელიც შავ მთაზე კალიპოს მონასტრის 1020 წლის ხელნაწერის კოლოფონში იხსენიება.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- მატიანე ქართლისა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი. ხელნაწერის მიხედვით, სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955.