ვასო ამაშუკელი
ვასო ამაშუკელი (დ. 14 მარტი, 1886 — გ. 2 დეკემბერი, 1977) — ქართველი რეჟისორი და ხელოვნების მუშაკი.
ბიოგრაფია
რედაქტირებარეზო ამაშუკელი დაიბადა ქალაქ ქუთაისში. დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში 1893–1897 წლებში. ქუთაისში ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვში. დაამთავრა აგრეთვე ფრანგული კინოფირმის „გომონის“ მოსკოვის განყოფილების კურსები 1908 წელს. შეისწავლა კინოოპერატორის ხელოვნება, დიმიტრი ვოლკოვთან. 1907 წელს ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ელექტროტექნიკუმში გააგრძელა სწავლა და ერთ წელიწადში ბაქოში საუკეთესო მექანიკოსი გახდა. მალე მუშაობა დაიწყო ცნობილი თეატრალური მოღვაწის, კოტე მესხისა და მისი სიძის, ივანე გეპნერის კინოთეატრში „ელექტრო-ბიოგრაფი“. 1908 წლის ბოლოს მან და გეპნერმა ბაქოში ჩაიტანეს ფრანგული „გომონის“ აპარატურა. ამავე წელს ამაშუკელმა ბაქოში შექმნა ფილმები, რომლებიც შემორჩენილი არ არის, ცნობილია მხოლოდ მათი სახელები და ქრონომეტრაჟი. ამ ფილმების გამო ქართული კინოს ათვლის წერტილად სწორედ 1908 წელი ითვლება.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1974 - საქართველოს სახალხო არტისტი
ლიტერატურა
რედაქტირებასაქართველო: ენციკლოპედია: ტ. I. თბ., 1997. გვ. 119. burusi.wordpress.com[1]. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge[2]