ვასილ (ვასო) ზაქარიას ძე ცაბაძე (დ. 1870 — გ. 1924) — საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.[2][3]

ვასილ ცაბაძე
Tsabadze V.jpg
დაბ. თარიღი 1870[1]
დაბ. ადგილი საციხური
გარდ. თარიღი 30 აგვისტო 1924(1924-08-30)
გარდ. ადგილი თბილისი

დაიბადა 1870 წელს გორის მაზრის სოფელ საციხურში (ამჟამად ქარელის მუნიციპალიტეტი), ზაქარია დიმიტრის ძე ცაბაძის ოჯახში. ვასილ ცაბაძე იყო „მესამედასელი“, იგი ერთ-ერთი პირველი შევიდა სოციალ-დემოკრატიულ კომიტეტში 1898 წელს. მოგვიანებით იგი იყო აღნიშნული პარტიის მემარჯვენე ფრთის, მენშევიკური მიმართულების წევრი. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე (1918 წელი) ვასილ ცაბაძის ხელმოწერაც არის აღნიშნული.

ვასილ ცაბაძე 1916 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

ვასილ ცაბაძე 1924 წელს გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს თბილისში.

სქოლიორედაქტირება

  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  2. ზაქარია გურული — „მოგონებები“, თბილისი, 2007 წელი
  3. ალექსანდრე სიგუა — „ვინ მოკლა ილია ჭავჭავაძე?“, თბილისი, 1989 წელი