ვასილ კიკვიძე (დ. 28 თებერვალი, 1895, ქუთაისი — გ. 12 იანვარი, 1919) — რუსეთში მოღვაწე ესერთა პარტიის წევრი, საბჭოთა რევოლუციის გმირი, მეთაურობდა წითელი არმიის სხვადასხვა დანაყოფებს, მიიღო მონაწილეობა რუსეთის სამოქალაქო ომში და სასიკვდილოდ დაიჭრა.

ვასილ კიკვიძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 28 თებერვალი, 1895
დაბადების ადგილი ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 11 იანვარი, 1919 (23 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვოლგოგრადის ოლქი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ჯარის სახეობა კავალერია
ქვეითი ჯარი
წოდება private
მეთაურობდა <span class="wikidata-claim" data-wikidata-property-id="P598მე-4 არმია
მე-16 მსროლელი დივიზია" data-wikidata-claim-id="Q2552070$33eb3149-469e-c790-752d-7ddac58146b5">4th Army (RSFSR) და <span class="wikidata-claim" data-wikidata-property-id="P598მე-4 არმია
მე-16 მსროლელი დივიზია" data-wikidata-claim-id="Q2552070$ab959dce-4f09-f0e9-b9fd-168b7da28e7d">Q4029038?
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი
რუსეთის სამოქალაქო ომი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. აქვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც გიმნაზიიდან გარიცხეს. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, მსახურობდა მე-6 ცხენოსან დივიზიაში მოხალისე ჯარისკაცად, იყო მემარცხენე ესერი. არმიაში რევოლუციური მოღვაწეობისთვის დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს განაჩენი გააუქმეს. 1917 წელს აირჩიეს მე-6 ცხენოსანი დივიზიის ჯარისკაცთა კომიტეტის თავმჯდომარედ და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის თავჯდომარის მოადგილედ. 1917 წლის დეკემბერსა და 1918 წლის მარტში როვნოსა და დუბნოს რაიონებში კონტრევოლუციონერულ რადას ჯარებისა და უკრაინის ტერიტორიაზე გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლებში მეთაურობდა როვნოს წითელარმიელთა რაზმს, რომელმაც გაათავისუფლა ქალაქები: ზდოლბუნოვი, სარნი და მონაწილეობა მიიღო ჟიტომირის განთავისუფლებაში. 1918 წლის მარტში სარდლობდა საბჭოთა უკრაინის მე-4 არმიას, ხოლო 1919 წლის აპრილის დამდეგს მეთაურობდა ლებედინ-ახტირკის რაიონის ჯარებს, მას ექვემდებარებოდა აგრეთვე მე-5 და დონის I არმიები. 1918 წლის მაისში ყოფილი მე-4 არმიის ბაზაზე შექმნა და სათავეში ჩაუდგა დივიზიას, რასაც შემდგომში მე-16 მსროლელი დივიზია ეწოდა. 1918 წლის ივნისი 1919 წლის იანვარში კიკვიძის დივიზია მე-9 არმიის შემადგენლობაში ებრძოდა გენერალ კრასნოვს თერთგვარდიელთა არმიას. ვასილ კიკვიძე დაიღუპა ბრძოლაში. მისი სახელი ეწოდა მე-16 მსროლელ დივიზიას. დაკრძალულია ვაკანგის სასაფლაოზე, მოსკოვში.[1]

თბილისში 1938–2018 წლებში ვასილ კიკვიძის სახელი ერქვა ახლანდ. ბენიამინ ჩხიკვიშვილის ქუჩას.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება