ბენიამინ ჩხიკვიშვილის ქუჩა
ბენიამინ ჩხიკვიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); პალიასტომის ქუჩიდან როსტოვის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის I ნახევარში. 30-იან წლებში საფრანგეთის ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირის გენერალური მდივნის ჟაკ დორიოს სახელი ერქვა (დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე). 1938 წელს ვასილ კიკვიძის სახელი ეწოდა.[1] 2018 წელს ბენიამინ ჩხიკვიშვილის ქუჩა დაერქვა. აქვს 1 ჩიხი.[2]
ბენიამინ ჩხიკვიშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
უბანი | ახალი კუკია |
წინა სახელები | ჟაკ დორიოს ქუჩა, ვასილ კიკვიძის ქუჩა |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 98, ISBN 978-99928-20-35-3.
- ↑ ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვასილ კიკვიძის ქუჩისთვის და მასთან არსებული I ჩიხისთვის სახელმწიფო მოღვაწის ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (25 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024