ჟაკ დორიო
ჟაკ დორიო (ფრანგ. Jacques Doriot; დ. 16 სექტემბერი, 1898, ბრელი — გ. 22 თებერვალი, 1945, მენგენი) — ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, კომუნისტური მოძრაობის რენეგატი.
ჟაკ დორიო | |
---|---|
ფრანგ. Jacques Doriot | |
დაბადების თარიღი | 26 სექტემბერი, 1898[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ბრელი |
გარდაცვალების თარიღი | 22 თებერვალი, 1945[1] [2] (46 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მენგენი[6] |
მოქალაქეობა |
საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა ნაცისტური გერმანია |
ეროვნება | ფრანგი |
პარტია | |
ძირითადი იდეები | სოციალიზმი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ჯილდოები | სამხედრო ჯვარი და რკინის ჯვარი |
1915 წელს შევიდა საფრანგეთის სოციალისტურ პარტიაში, მიემხრო მის მემარცხენე ფრთას, რომლის ბაზაზეც 1920 წელს შეიქმნა საფრანგეთის კომუნისტური პარტია. იყო ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირის გენერალური მდივანი. 1924–1933 წლებში კომპარტიისა და კომინტერნის მმართველ თანამდებობებზე მუშაობდა.[7] მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირთან თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას და მის ერთ-ერთ წინაპირობად პარიზში საქართველოს ემიგრანტული მთავრობის დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვა მიაჩნდა. 1933 წლის მაისში საფრანგეთის დეპუტატთა პალატის სხდომაზე გამოსვლისას ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობის არსებობა ბერლინში „ელზას-ლოთარინგიის საელჩოს“ არსებობის შესაძლებლობას შეადარა.[8]
1934 წელს დორიო ქალაქ ივრიში გამართულ ეროვნულ კონფერენციაზე კომპარტიიდან გარიცხეს მტრული, ანტიპარტიული მოღვაწეობის ბრალდებით (საბჭოთა პერიოდის შეფასებით, ეწეოდა კომპარტიისა და კომინტერნის წინააღმდეგ ბრძოლას, ქადაგებდა ტროცკისტულ იდეებს). მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დორიომ შექმნა საფრანგეთის სახალხო პარტია. თანამშრომლობდა ნაცისტებთან. ომის წლებში შევიდა საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილ „ბოლშევიზმის წინააღმდეგ ფრანგი მოხალისეების ლეგიონში“. ომის ბოლოს გერმანიაში გაიქცა, სადაც საავიაციო დაბომბვის დროს დაიღუპა.[7]
თბილისში 1930-იან წლებში ჟაკ დორიოს სახელს ატარებდა ახლანდ. ბენიამინ ჩხიკვიშვილის ქუჩა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118526855 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Sycomore / Assemblée nationale
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ GeneaStar
- ↑ Bibliothèque nationale de France Record #121721286 // BnF catalogue général — Paris: BnF.
- ↑ 7.0 7.1 Петров В. Дорио Жак // Советская историческая энциклопедия. т. 5. — М.: Советская энциклопедия, 1964. — стр. 312.
- ↑ „პაქტი და საქართველო“, გაზ. „დამოუკიდებელი საქართველო“ № 90, ივნისი 1933. — გვ. 2-4.