საბჭოთა ისტორიული ენციკლოპედია
საბჭოთა ისტორიული ენციკლოპედია (რუს. Советская историческая энциклопедия, СИЭ; 1961 — 1976) — რუსული მრავალტომიანი საისტორიო-სამეცნიერო ცნობარი. წარმოადგენს 16-ტომეულს და მოიცავს 30 ათასამდე სტატიას (1-ლ ტომში მრავალტომეული წარმოდგენილია, როგორც 12-ტომიანი გამოცემა, დაახლოებით 25 ათასამდე სტატიით, ხოლო, მე-16 ტომის დასასრულს ინფორმაციის სახით დატოვებულია კომენტარი, რომ იგეგმებოდა დამატებითი ტომის გამოცემა სახელთა და საგნობრივი საძიებლით 100 ათასზე მეტი სახელის, ტერმინის, ცნებისათვის). გამოსცა „საბჭოთა ენციკლოპედიის“ მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ (მთავარი რედაქტორი — ევგენი ჟუკოვი).
„საბჭოთა ისტორიული ენციკლოპედია“ | |
---|---|
| |
ენა | რუსული ენა |
გამომცემელი | დიდი საბჭოთა ენციკლოპედია |
გამოცემის თარიღი | 1961 |
შეიცავს სტატიებს სსრკ-სა და უცხო ქვეყნების ისტორიაზე, განსაკუთრებით თანამედროვე ისტორიაზე. ბევრ სტატიას ახლავს დეტალური ქრონოლოგია, რომელიც წარმოადგენს სსრკ-ს, საკავშირო რესპუბლიკებსა და უცხო ქვეყნებს მიძღვნილი სტატიების შემადგენელ ნაწილებს.
სტატიებს ახლავს სტატისტიკური ცხრილები, რუკები (ისტორიული, პოლიტიკური, ეთნოგრაფიული), დიაგრამები და ილუსტრაციები.
სარედაქციო საბჭო
რედაქტირებამთავარი რედაქტორი — ე. ჟუკოვი
მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრები: ე. ბოლტინი, ვ. ვოლგინი, ე. ვოლინა (პასუხისმგებელი მდივანი), ბ. გაფუროვი, ა. გუბერი, ი. ზუტისი, ა. იოანისიანი, მ. კუზნეცოვი, პ. ლავროვი, ი. მინცი, გ. ობიჩკინი, ს. პოკროვსკი, ი. პოტეხინი, ა. სიდოროვი, ვ. სტრუვე, მ. ტიხომიროვი, ს. ტოკარევი, ვ. ხვოსტოვი.
შემადგენლობა
რედაქტირებატომი | დასახელება | გამოცემის წელი |
---|---|---|
1 | Аалтонен — Аяны | 1961 |
2 | Баал — Вашингтон | 1962 |
3 | Вашингтон — Вячко | 1963 |
4 | Гаага — Двин | 1963 |
5 | Двинск — Индонезия | 1964 |
6 | Индра — Каракас | 1965 |
7 | Каракеев — Кошакер | 1965 |
8 | Кошала — Мальта | 1965 |
9 | Мальта — Нахимов | 1966 |
10 | Нахимсон — Пергам | 1967 |
11 | Пергам — Ренувен | 1968 |
12 | Репарации — Славяне | 1969 |
13 | Славяноведение — Ся Чен | 1971 |
14 | Таанах — Фелео | 1973 |
15 | Феллахи — Чжалайнор | 1974 |
16 | Чжан Вэнь-Тянь — Яштух | 1976 |
თარგმანი
რედაქტირება„საბჭოთა ისტორიული ენციკლოპედია“ ჩინურად ითარგმნა სათაურით „მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია“ (ჩინ.: 世界历史百科全书). ჩინური ერთტომეული ვერსია შედგება 9000-ზე მეტი სტატიისა და 3 800 000 იეროგლიფისგან. პროექტზე მუშაობაში მონაწილეობდა ორასზე მეტი რუსი სპეციალისტი ჩინეთის 15 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან[1].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Чэнь Хао. О Китайской версии «Советской исторической энциклопедии» // ВЕСТНИК МОСКОВСКОГО ГОСУДАРСТВЕННОГО ЛИНГВИСТИЧЕСКОГО УНИВЕРСИТЕТА. ГУМАНИТАРНЫЕ НАУКИ. — Московский государственный лингвистический университет, 2020. — № 4 (820). — ISSN 2542-2197.