ვასილი რემესლო
ვასილი ნიკოლოზის ძე რემესლო (დ. 28 იანვარი (10 თებერვალი), 1907, სოფ. ტეპლოვო, ახლანდ. ტეპლოვკა, პოლტავის ოლქი — გ. 4 სექტემბერი, 1983, მირონოვკა, კიევის ოლქი) — უკრაინელი საბჭოთა სელექციონერი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა სრულიად საკავშირო აკადემიისა (1964) და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), სოციალისტური შრომის ორგზის გმირი (1966, 1977).
1928 წელს დაამთავრა მასლოვკის კ. ა. ტემირზიაიევის სახელობის სელექციისა და მემარცვლეობის ინსტიტუტი (კიევის ოლქი). 1933–1937 იყო ნოვოურენკის (მოგვიანებით ულიანოვკის) სასელექციო-საცდელი სადგურის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1938–1942 და 1947–1948 წლებში მუშაობდა სევერო-დონეცკის სახელმწიფო სასელექციო სადგურში (1941–1942 წლებში დირექტორი). 1948–1964 წლებში მირონოვკის ხორბლის სელექციისა და მემარცვლეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (1968 წლამდე მირონოვკის სასელექიო სადგური) დირექტორის მოადგილე, 1964 წლიდან დირექტორი.
შეიმუშავა მაღალმოსავლიანი, ექსტრემალურ პირობებისადმი მომატებული გამძლეობის საშემოდგომო ხორბლის ჯიშებისა სელექციის მეთოდები. შექმნა და დაარაიონა ხორბლის 20 ჯიში, მათ შორის საშემოდგომო: მირონოვკის 808, მირონოვკის საიუბილეო და სხვ., რომლებიც დღესაც ფართოდაა გავრცელებული. მიღებული აქვს ლენინური (1963) და სსრკ სახელმწიფო პრემიები (1979). დაჯილდოებულია ლენინის ორდენებით (1966, 1973, 1975, 1977).
თხზულებები
რედაქტირება- Озимая пшеница Мироновская 264 и Мироновская 808. М., 1964;
- Мироновские пшеницы. М., 1972 (соавт.);
- Селекция, семеноводство и сортовая агротехника пшеницы: Избр. тр. М., 1977;
- Селекция и сортовая агротехника пшеницы интенсивного типа. М., 1982 (соавт.).
ლიტერატურა
რედაქტირება- Компанеец М. К. Счастье – дарить людям хлеб. М., 1972;
- РЕМЕСЛО // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 384.