ვარსკვლავური გზა (2009 წლის ფილმი)

2009 წლის ფილმი
(გადამისამართდა გვერდიდან ვარსკვლავური გზა (2009))
ეს სტატია 2009 წლის ფილმის შესახებაა. 1979 წლის ფილმისთვის, იხილეთ ვარსკვლავური გზა: ფილმი. მედია ფრენჩაიზისთვის, იხილეთ ვარსკვლავური გზა

ვარსკვლავური გზა (ინგლ. Star Trek) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი. გადაღებულია რეჟისორ ჯეი ჯეი აბრამსის მიერ, ჯინ როდენბერის „ვარსკვლავური გზის“ მიხედვით. ფილმში მოქმედება მიმდინარეობს ალტერნატიულ რეალობაში.

„ვარსკვლავური გზა“
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი
პროდიუსერი ჯეი ჯეი აბრამსი
დეიმონ ლინდელოფი
სცენარის ავტორი ალექს კურტცმანი
რობერტო ორსი
ეფუძნება ვარსკვლავური გზა
როლებში კრის პაინი
ზოი სალდანა
ზაქარი კუინტო
ლეონარდ ნიმოი
კარლ ურბანი
საიმონ პეგი
ჯონ ჩო
ანტონ ელჩინი
სტუდია Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 8 მაისი 2009
ხანგრძლივობა 126 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
შემდეგი ვარსკვლავური გზა: ბნელში
საიტი

სიუჟეტი რედაქტირება

წინარეისტორია რედაქტირება

2387 წელს სისტემა ჰორუსში ვარსკვლავმა დაკარგა სტაბილურობა და დაიწყო ზეახალ ვარსკვლავად გარდაქმნა. რომულანულ ხომალდ „ნარადას“ კაპიტანი ნერო ეხმარებიდა სპოკს რომულის გადარჩენაში, მაგრამ ვულკანელთა უმოქმედობის მოწმე გახდა, რომლებმაც გადაწყვიტეს არ მიეცათ რომულანებისთვის შავი ხვრელის შექმნის ტექნოლოგია. ვულკანიდან დაბრუნების შემდეგ ნერო შეესწრო კატასტროფა რომელმაც გაანადგურა რომული. მან გადაწყვიტა ფედერაციაზე შურისძიება. საიდუმლო რომულანულ ბაზაზე „ნარადა“ აღჭურვეს ყველაზე თანამედრივე ტექნოლოგიებით. ნერომ დაიწყო ომი ფედერაციის წინააღმდეგ.

ლა ფორჟმა შექმნა ხომალდი „მედუზა“. საჭირო რაოდენობით წითელი მატერიის მიღების შემდეგ ხომალდი გაემგზავრა მისიაზე. „მედუზა“ და „ნარადა“ მოყვნენ დროით ანომალიაში და მოხვდნენ წარსულში, სხვადასხვა დროს. „ნარადა“ ელოდა „მედუზას“ 25 წლის მანძილზე. წითელი მატერიის ხელში ჩაგდების შემდეგ ნეროს მიეცა საშუალება გაენადგურებინა ვულკანი და დედამიწა წარსულში.

მოქმედება 1 რედაქტირება

ფედერაციის ხომალდი „კელვინი“ იმყოფება კლინგონური სექტორის საზღვართან როცა მოულოდნელად გამოჩნდება „ნარადა“ და თავს ესხმის მას. „კელვინი“ ცდილობს კონტრშეტევას, თუმცა უშედეგოდ, რადგან „ნარადა“ აღჭურვილია გაცილებით ძლიერი ტექნოლოგიებით. ნერო სთხოვს კაპიტანს გადავიდეს მის ხომალდზე მოლაპარაკებისთვის. რელურად მას უნდა მიიღოს საჭირო ინფორმაცია სპოკის მოსაძებნად. იგებს რა დროის რომელ მომენტში მოხვდა ნერო კლავს კაპიტანს და ცდილობს „კელვინის“ განადგურებას. ჯორჯ კირკი იღებს თავის თავზე კაპიტნის მოვალეობას და ბრძანებს ევაკუაციას. ერთ-ერთ შატლში იყოფება მისი მეუღლე. ჯოეჯი მიმართავს „კელვინს“ პირდაპირ „ნარადაზე“ და ეძახება მას. შეჯახების შედეგად „კელვინი“ ნადგურდება და ჯორჯი იღუპება.

მოქმედება 2 რედაქტირება

კირკი იზრდება უმამოდ. ჯორჯის მეგობარი კრისტოფერ პაიკი ხვდება მას ბარში ჩხუბის დროს. პაიკი სთავაზობს მას ჩაეწეროს ვარსკვლავურ ფლოტში. ჯეიმზი სკეპტიკურად ისმენს მის მონოლოგს („მამაშენი იყო კაპიტანი 12 წუთის მასნძილზე და ამ დროში მან მოასწრო 800 ადამიანის გადარჩენა, შენი და დედაშენის ჩათვლით“), თუმცა მეორე დღეს მაინც მიდის ახალწვეულთა შეკრების ადგილას. აქ იგი გაიცნობს ლეონარდ მაკ-კოის.

მოქმედება 3 რედაქტირება

სამი წლის შემდეგ: „ენტერპრაიზ NCC-1701“ კაპიტან პაიკის მეთაურობით მიმართება პლანეტა ვულკანისკენ სადა დაფიქსირდა უცნაური მოვლენები. გზაში კირკი ხვდება რომ ამის უკან რომულანები დგანან და ენტერპრაიზი გადის ორბიტაზე სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, მაგრამ აღმოჩნდება რომ დანარჩენი ხომალდები გაანადგურა „ნარადამ“. „ენტერპრაიზი“ იხსნა ახალგაზრდა პილოტის შეცდომამ რის გამოც ხომალდი ჩამორჩა დანარჩენებს. როცა ნერო იგებს რომ სპოკი იმყოფება ხომალდზე სთხოვს პაიკს პირადად გაფრინდეს „ნარადაზე“. რომულანები იყენებენ გიგანტურ ბურღს რათა გაჭრან გვირაბი ვულკანის ბირთვში. პაიკი უშვებს კირკს, სულუს და ინჟინერ ოლსენს. ოლსენი იღუპება, მაგრამ კირკი და სულუ ახერხებენ მოწყობილობის გაუვნებლებას. მიუხედავად ამისა ნერო უშვებს რაკეტას წითელი მატერიით. სპოკი ტელეპორტირდება ზედაპირზე და ცდილობს საბჭოს წევრების გადარჩენას, მაგრამ ბევრი მათგანი, მათ შორის სპოკის დედა იღუპება.

„ნარადა“ მიფრინავს. ნერო ცდილობს პაიკისგან მიიღოს ინფორმაცია ვარსკვლავური ფლოტის პატრუულების შესახებ. კირკის და სპოკს მოსდით ჩხუბი და სპოკი აგზავნის კირკს პლანეტაზე სადაც მდებარეობს ფედერაციის ბაზა.

მოქმედება 4 რედაქტირება

კირკი ხვდება სპოკს მომავლიდან. ისინი ერთად მიდიან ბაზაზე, სადაც ხვდებიან ინჟინერს — მოტგომერი სკოტი. მასთან ერთად სპოკი ქმნის ტელეპორტატორს რომლითაც კირკი და სპოკი ხვდებიან ენტერპრაიზზე. კირკი უფროსი სპოკის რჩევით აიძულებს სპოკს დაუთმოს ხომალდის მეთაურობა. კირკი მიემართება დედამიწისკენ. კირკი და სპოკი სკოტის ტრანსპორტერის საშუალებით გადადიან ნარადაზე. ნერომ უკვე დაიწყო დედამიწის ბურღვა. სპოკს მიჰყავს „მედუზა“ ანადგურებს საბურღ მოწყობილობას, რის შმდეგაც მიდის დედამიწისგან მოშორებით. ნერო ედევნება მას. სპოკიმი მართავს ხომალდს პირდაპირ „ნარადაზე“. „მედუზა“ ეჯახება ნეროს ხომალდს. სკოტი ახერხებს კირკის, სპოკის და პაიკის დაბრუნებას. კირკი ესვრის „ნარადას“ ყველა იარაღიდან და ანადგურებს მას.

დასასრული რედაქტირება

დედამიწაზე კირკი იღებს კაპიტნის წოდებას და „ენტერპრაიზის“ მეთაურობას. სპოკი ხვდება თავის „მომავალ ვერსიას“ და გადაწყვეტს „ენტერპრაიზზე“. კირკი ნიშნავს მას პირველ თანაშემწედ.

როლებში რედაქტირება

მსახიობი როლი
კრის პაინი ჯეიმზ კირკი ჯეიმზ კირკი
ჯიმი ბენეტი ჯეიმზ კირკი ჯეიმზ კირკი ბავშვობაში
ზოი სალდანა უჰურა ლეიტენანტი უჰურა
ზაქარი კუინტო სპოკი ახალგაზრდა სპოკი
ლეონარდ ნიმოი სპოკი სპოკი მომავლიდან
კარლ ურბანი ლეონარდ მაკ-კოი ექიმი ლეონარდ მაკ-კოი
საიმონ პეგი მონტგომერი სკოტი მონტგომერი სკოტი
ჯონ ჩო ჰიკარუ სულუ ჰიკარუ სულუ
ანტონ ელჩინი პაველ ჩეხოვი პაველ ჩეხოვი
ერიკ ბანა ნერო კაპიტანი ნერო
ბრიუს გრინვუდი კრისტოფერ პაიკი კრისტოფერ პაიკი
უინონა რაიდერი ამანდა გრეისონი სპოკის დედა ამანდა გრეისონი
ბენ კროსი სარეკი სპოკის მამა სარეკი
კრის ჰემსვორთი ჯორჯ სამუელ კირკი ჯეიმზ კირკის მამა ჯორჯ სამუელ კირკი
ჯენიფერ მორისონი უინონა კირკი ჯეიმზ კირკის დედა უინონა კირკი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება