სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კილასონია.

ვარლამ კილასონია (დ.13 აგვისტო, 1967,რუსთავი[1], საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, 2013 წლის დეკემბრიდან რუსთავის „მეტალურგს“ თავკაცობს[2].

ვარლამ კილასონია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვარლამ კილასონია
დაბადების
თარიღი
13 აგვისტო, 1967 (1967-08-13) (57 წლის)
დაბადების
ადგილი
რუსთავი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 1.86
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი/თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მეტალურგი რუსთავი (მთავარი მწვრთნელი)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1986 მეტალურგი რუსთავი 23 (1)
1990 ალაზანი გურჯაანი 36 (9)
1991–1992 კახეთი თელავი 52 (36)
1992–1995 მეტალურგი რუსთავი 78 (57)
1995–1996 ლოკომოტივი სანქტ-პეტერბურგი 55 (39)
1996–1998 დნიპრო დნეპროპეტროვსკი 16 (1)
1998 კუბანი კრასნოდარი 9 (1)
1998–1999 ლოკომოტივი თბილისი 6 (3)
1999–2000 გორდა რუსთავი 34 (24)
2000–2001 თურანი თოვუზი 13 (5)
2001–2003 გორდა რუსთავი 8 (4)
სამწვრთნელო კარიერა
2006-2007 გორდა რუსთავი
2009-2010 მეტალურგი რუსთავი
2010-2011 გაგრა
2013 მეტალურგი რუსთავი (დუბლები)
2013- მეტალურგი რუსთავი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვარლამმა უმცროს ძმასთან, გიორგისთან ერთად კარიერა დაიწყო რუსთავის „მეტალურგში“. მათ ასევე ერთად ითამაშეს რუსულ სანქტ-პეტერბურგის „ლოკომოტივში“ (1995–1996), უკრაინულ დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ (1996–1998), აზერბაიჯანულ „ტოვუზში“ და რუსთავის „გორდაში“.

1996 წელს გახდა რუსეთის პირველი ლიგის ბომბარდირი — 22 გოლი 34 მატჩში. მატჩში ლენინსკ-კუზნეცკის „ზარიას“ წინააღმდეგ (9:0), ვარლამმა რუსეთის პირველი ლიგის რეკორდი დაამყარა, გაიტანა 7 გოლი პენალტის შესრულების გარეშე.[3][4]

სამწვრთნელო

რედაქტირება

სხვადასხვა წლებში წვრთნიდა რუსთავის „მეტალურგს“,[5][6] 2010-2011 წლებში იყო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მწვრთნელი, 2013 წლის დეკემბრიდან დაუბრუნდა მშობლიურ გუნდს და ისევ „მეტალურგის“ მწვრთნელია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება