ვარვარა ნიკოლოზის ასული რიჟოვა (რუს. Варва́ра Никола́евна Рыжо́ва; დ 27 იანვარი, 1871, მოსკოვი — გ. 18 მაისი, 1963, მოსკოვი) — რუსი და საბჭოთა მსახიობი, მხატვრული კითხვის ოსტატი. სსრკ სახალხო არტისტი (1937). I ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1943).[1] [2] ლენინის ორი ორდენის კავალერი (1946, 1949).

ვარვარა რიჟოვა
დაბადების თარიღი 27 იანვარი, 1871
მოსკოვი რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 18 მაისი, 1963 (92 წლის)
მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები

ლენინის ორდენი ლენინის ორდენი სტალინის პრემია

სსრკ სახალხო არტისტი (1937)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვარვარა რიჟოვა დაიბადა მოსკოვში, ბოროზდინ-მუზილების მსახიობთა ოჯახში.

1893 წელს, მოსკოვის თეატრალურ სკოლაში დრამის კურსების (ახლანდელი შჩეპკინის სახელობის უმაღლესი თეატრალური სასწავლებელი; ალექსანდრე ლენსკის კლასი) დამთავრების შემდეგ, ვარვარა მცირე თეატრის დასში მიიღეს. აქ თამაშობდა 1956 წლამდე (1896 წლამდე - „მუზილ-1-ის“ ფსევდონიმით). ასევე გამოდიოდა თეატრის ახალგაზრდულ ფილიალში (ახალი თეატრი).

მან დაიწყო კარიერა, როგორც კომიკოსმა და ვოდევილების მსახიობმა. შემდეგ გადავიდა სახასიათო როლებზე და კომიკურ მოხუც ქალთა როლებზე. იყო რუსული სასცენო მეტყველების ოსტატი.

სახელმწიფო ტელერადიო ფონდის კოლექცია შეიცავს მსახიობის ხმის ჩანაწერებს. 1940-იან და 1950-იან წლებში მან ჩაწერა რადიოში რუსული ხალხური ზღაპრები, ი. კრილოვის იგავ-არაკები, ა. პუშკინის, ნ. ნეკრასოვის, ა. ტვარდოვსკის, გ. უსპენსკის ლიტერატურული ნაწარმოებები, რაც სახტელერადიოს კოლექციის „ოქროს ფონდს“ წარმოადგენს.

ვარვარა რიჟოვა გარდაიცვალა 1963 წლის 18 მაისს მოსკოვში. დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე (ნაკვეთი № 8).

  • დედა - ვარვარა მუზილ-ბოროზდინა (1853-1927), მცირე თეატრის მსახიობი.
  • მამა - ნიკოლაი მუზილი (1839-1906), მცირე თეატრის მსახიობი. საიმპერატორო თეატრების დამსახურებული არტისტი (1903)
  • და - ნადეჟდა მუზილ-ბოროზდინა (1880-1952), თეატრისა და კინოს მსახიობი. რსფსრ დამსახურებული არტისტი (1937)
  • და - ელენა მუზილი - „მუზილი-2“ (1871-1961), მცირე თეატრის მსახიობი
  • ძმა - ნიკოლაი მუზილი - „მუზილ-2“
  • მეუღლე: ივან ანდრეის ძე რიჟოვი (1866-1932), მცირე თეატრის მსახიობი. რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (1925)
  • ვაჟი - ნიკოლაი ივანეს ძე რიჟოვი (1900-1986), მცირე თეატრის მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1971)
  • შვილიშვილი - ტატიანა ნიკოლოზის ასული რიჟოვა (1941-2012), მცირე თეატრის მსახიობი

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  • რსფსრ სახალხო არტისტი (1933)
  • სსრკ სახალხო არტისტი (1937)
  • პირველი ხარისხის სტალინური პრემია, (1943) - თეატრალური და დრამატული ხელოვნების სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისთვის.
  • ლენინის ორი ორდენი (1946, 1949)
  • შრომის წითელი დროშის ორი ორდენი (1937, 1961)
  • მედალი „მოსკოვის თავდაცვისთვის“
  • მედალი „გერმანიის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში“.
  • მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“
  • მედალი „მოსკოვის 800 წლისთავის ხსოვნისადმი“
  • მედალი „კავკასიის თავდაცვისთვის“
  1. За многолетние выдающиеся достижения в области театрального искусства. ციტირების თარიღი: 2014-03-16
  2. Большая Советская Энциклопедия. Гл. ред. Б. А. Введенский, 2-е изд. Т. 37. Рона — Самойлович. 1955. 668 стр., илл. и карты; 59 л. илл. и карт.