ვარდისფერი ჟერო
ვარდისფერი ჟერო[1] (ლათ. Platalea ajaja) — ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა.
ვარდისფერი ჟერო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Platalea ajaja Linnaeus, 1758 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22697574 | |||||||||||||||
|
აღწერა
რედაქტირებავარდისფერი ჟერო საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია, მისი სხეულის სიგრძეა 86 სმ, ფრთების შლილი 120-133 სმ, ხოლო სხეულის მასა 1,2-1,8 კგ.[2] ბუმბული ღია ვარდისფერი აქვს, მკერდის და ფრთების ნაწილი ღია წითელი, კისერი თეთრი, ხოლო თავი და ნისკარტი, რომელსაც კოვზისებური ფორმა აქვს — შავი.
გამრავლება
რედაქტირებავარდისფერი ჟეროები ბინადრობენ დიდ კოლონიებად და დაკავებულნი არიან ბარტყებზე ზრუნვით. მათი ბუდის სიმაღლე 30 სმ-მდეა, სადაც დედალი 3-5 კვერცხს დებს. ინკუბაცია 21 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყებს თავიდან მშობლები კვებავენ მონელებული საკვებით, სანამ შეძლებენ ნისკარტიდან ჭამას. რვა კვირის შემდეგ ისინი დამოუკიდებლები ხდებიან და ფრენას სწავლობენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- «National Geographic» Field Guide to the Birds of North America ISBN 0-7922-6877-6 .
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 28. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
- ↑ "Roseate Spoonbill".