ვარდისუბნის მეორე ეკლესია

ვარდისუბნის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვარდისუბნის სამხრეთ-დასავლეთით, ახალი შუამთის დედათა მონასტრის სიახლოვეს, ტყეში, 700-800 მეტრზე. თარიღდება გვიანდ. შუა საუკუნეებით.

ეკლესია საშუალო სიმაღლის გალავნითაა გარშემორტყმული. ეს შემოზღუდული სივრცე გალავანზე მიშენებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით, მცირე ზომის მონასტერს წარმოადგენს.

ეკლესია მცირე ზომის, დარბაზული ნაგებობაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით და შესასვლელით დასავლეთიდან, რომელიც გარედან ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული, შიგნიდან კი სწორკუთხაა. სამხრეთიდან ეკლესიას ეკვრის მცირე სამლოცველო, რომელსაც ზემოდან შიგნიდან წრიული, ხოლო გარედან რვაწახნაგოვანი სამრეკვლო ადგას. ნაგებობები ერთმანეთის მიმართ ისეა განლაგებული, რომ მათი დასავლეთ კედლები ერთ ხაზზე მდებარეობს. ორივე რიყის ქვითაა ნაშენი. ალაგ-ალაგ გამოყენებულია კვადრატული აგურიც. ეკლესიასაც და სმლოცველოსაც ნახევარწრიული აფსიდი აქვს, რომლის ცენტრში გაჩრილია დაბალი, თარაზულად გადახურული სარკმელი, გვერდებში კი თითო, ოთკუთხა ნიშაა. შიგნით ეკლესია გადახურულია ქარგილზწ სხმული, ნახევარცილინდრული კამარით. ეკლესიის ფასადები დასრულებული იყო აგურის პორიზ წყობით გამოყვანილი ლავგარდნით.

სამლოცველო აღმოსავლეთ სარკმლის გარდა, ერთი მცირე, ოთკუთხა სარკმელი სამხრეთითაც აქვს, რომელიც გარეთკენაა ახრილი. ორივე ნაგებობას, შიგნით, ქარგილზე სხმული, ნახევარცილინდრული კამარა ხურავს. სამრეკლოს თითოეულ წახნაგში თითო, ვიწრო, მაღალი, თაღოვანი ღიობია მოწყობილი. სამრეკლო შიგნიდან გადახურულია გუმბათოვანი კამარით, გარედან კი პირამიდული ფორმის აგურის სახურავით.

2005-2007 წლებში საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკლესიის და სამრეკლოს სახურავები გაიწმინდა მიწისაგან და მცენარეულობისგან. გადაეწყო და ზოგან მთლიანად აღდგა ლავდარდნის დაზიანებული ნაწილები. კირისა და ცემენტის ნაზავით შეივსო ბზარები. გადაეწყო და აღდგა გამოქარული და დაზიანებული საპირე წყობა. მოწესრიგდა კარ-სარკმელთა ღიობები. იატაკი მოილესა კირის ხსნარით. ორივე ნაგებობა გადაიხურა ღარიანი კრამიტით, გადაეწყო და ზოგან აღდგა გალავანი.

ლიტერატურა

რედაქტირება