ვაჟა ჩაგუნავა
ვაჟა ჩაგუნავა (დ. 14 ოქტომბერი, 1937, თბილისი — გ. 2016) — ქართველი არქიტექტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1964 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით.
1965-1967 წლებში მუშაობდა საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს თბილისის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს საპროექტო ბიუროში პროექტის მთავარ არქიტექტორად. 1967 წლიდან საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტის“ მე-4 არქიტექტურული სახელოსნოს ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. 1995-2001 წლებში პროექტის მთავარი არქიტექტორი. მისი ავტორობით შექმნილი და განხორციელებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა თამარ მეფის გამზირზე (1969), 132-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ნიკოლაძის ქუჩაზე (1972), 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ატენის ქუჩაზე, 132-ბინიანი საცხოვრებელი სახლი იყალთოს გორაზე, 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლი (არქიტექტორთა კავშირისთვის) სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე. ასევე, ინდივიდუალური სააგარაკო ვილები: ნატახტარში, მცხეთაში, კოჯორში, წყნეთში, ბეთანიაში, მარტვილში, საგურამოში, ციხისძირში, კახეთში. მისი პროექტით ჩატარებულია აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდის საგამოფენო დარბაზის რეკონსტრუქცია. მონაწილეობდა არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. ძეგლების აზომვითი სამუშაოების შესასრულებლად, როგორც მხატვარ-არქიტექტიორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 624