ვაჟა მაკარაძე

ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი

ვაჟა მაკარაძე (დ. 1 მარტი, 1937, სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი, — გ. 27 აპრილი, 2002, სოფელი ოლადაური, შუახევის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი.

ვაჟა მაკარაძე
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1937
დაბადების ადგილი სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 27 აპრილი, 2002 (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოფელი ოლადაური, შუახევის მუნიციპალიტეტი
საქმიანობა მწერალი, ისტორიკოსი და ფილოლოგი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა  საქართველო

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვაჟა მაკარაძე დაიბადა 1937 წლის 1 მარტს, შუახევის რაიონის სოფელ ოლადაურში, აჭარის ასსრ-ში. 1960 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგია-ისტორიის ფაკულტეტი და სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შემდეგ სოფელ ოლადაურის სკოლაში განაგრძო პედაგოგიური მუშაობა. თხუტმეტი წელი ასწავლიდა ქართულ ენას, ლიტერატურასა და ისტორიას, რის შემდეგაც ის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე გახდა. 1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე სკოლის დირექტორი. ვაჟა მაკარაძე არჩეული იყო საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

 
ვაჟა მაკარაძე სკოლის ბავშვებთან ერთად

პედაგოგიური მუშაობის პარალელურად, ვაჟა მაკარაძე, აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც ეწეოდა. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი პუბლიცისტური და მეთოდური ხასიათის წერილი, რომელთა უმრავლესობა სწავლებისა და აღზრდის საკითხებს ეხება. იგი ყოველწლიურად მონაწილეობდა რაიონულ, საქალაქო და რესპუბლიკურ „პედაგოგიურ კითხვაში“.

ვაჟა მაკარაძის სამეცნიერო-კვლევითი, პუბლიცისტური და ესეისტური ხასიათის მნიშვნელოვან ნაშრომად ითვლება წიგნი „ჩემო სკოლავ, მაღალ მთაზე ტაძარივით დადგმულო“, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.

ვაჟა მაკარაძის ინიციატივით სკოლასთან შეიქმნა ოლადაურის ეთნოგრაფიული მუზეუმი, იგი თავად ხელმძღვანელობდა მუზეუმის სამეცნიერო საბოჭოს მუშაობას და აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიებს.

ვაჟა მაკარაძე დაჯილდოებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და განათლების სამინისტროს საპატიო სიგელებითა და დიპლომებით.

ისტორიული ცნობები

რედაქტირება

აჭარაში ოსმალების სამასწლიანმა ბატონობამ თავისი კვალი დატოვა. აჭარაში მცხოვრებმა ქართველებმა რელიგიური ადაპტაციის მეშვეობით შეინარჩუნეს ენა, კულტურა, ტრადიციები. აჭარის დანარჩენ საქართველოსთან დაბრუნების შემდეგ რუსული მმართველობა არ ცდილობდა ქრისტიანული კულტურის განვითარებას. XX საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში საქართველო გახდა დამოუკიდებელი და ინტენსიურად დაიწყო ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების აშენებისა და განახლების პროცესი.

მარეთის ხეობაში, სოფელ გამონათლევში 1998 წელს ექიმ სოლომონ ფუტკარაძის მეთაურობით დაიწყო წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. მოსახლეობა ორ ნაწილად გაიყო, ნაწილი სკეპტიკურად მოეკიდა ამ საქმეს და ნაჩქარევად ჩათვალა. ეკლესიის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს ჭირდებოდა ადგილობრივი ავტორიტეტული პიროვნების აქტიური მხარდაჭერა. სწორედ ასეთ ფიგურად იქცა ოლადაურის საშუალო სკოლის დირექტორი, სამოც წელს გადაცილებული, ვაჟა მაკარაძე. 2000 წელს გიორგობის დღესასწაულზე გამონათლევის ეკლესიის ეზოში სამღვდელოების წარმომადგენლებისა და აჭარის საზოგადოებისა თანდასწრებით მოინათლა 63 სლის სკოლის დირექტორი ვაჟა მაკარაძე და მასთან ერთად 40-ზე მეტი მარეთის ხეობის მცხოვრები.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ვაჟა მაკარაძე. ჩემო სკოლავ, მაღალ მთაზე ტაძარივით დადგმულო. ბათუმი, ბათუმის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003 წელი (ISBN: 9992896787).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ჩემო სკოლავ, მაღალ მთაზე ტაძარივით დადგმულო“, ვაჟა მაკარაძე, ქ. ბათუმი 2003 წ;
  • „განათლების ისტორიისათვის აჭარაში“, ვახტანგ წულუკიძე, ქ. ბათუმი 2002 წ. გვ. 639/640;
  • „არ დაეკარგვის ამაგი“, ნაწილი III, ნანა ახალაძე, ქ. ბათუმი 2018 წ. გვ. 261/262/263;
  • „განათლება აჭარაში ბოლო ათწლეულში“, ნანი გუგუნავა, ქ. ბათუმი 2003 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება