ვანის განძი
ვანის განძი — ძვ. წ. II–I საუკუნეების სპილენძის მონეტების განძი. აღმოჩენილია 1967 წელს ვანის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების დროს მოზაიკური იატაკიანი ტაძრის საკურთხევლის წინ.
შეიცავს 119 ცალ მონეტას. განძის ერთი მონეტა მოჭრილია შავიზღვისპირა ქალაქ ამისოსში (თანამედროვე სამსუნის მახლობლად) და თარიღდება ძვ. წ. 111–105 წლებით (შუბლზე, მარჯვნივ, ომის ღმერთის არესის თავის გამოსახულებაა, ზურგზე — ქარქაშში ჩაგებული მახვილი). დანარჩენი მონეტები ერთნაირია (თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის 80-იანი წლებით), რომელთა შუბლზე გამოსახულია ნაყოფიერების ღვთაების ისიდას თავსამკაული — სტილიზებული ლოტოსი, ზურგზე — რვაქიმიანი ვარსკვლავი. მონეტები ასეთი მოტივით აღმოჩენილია მხოლოდ ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე (ვანი, ეშერა). სავარაუდოა, რომ ისინი ადგილობრივად იჭრებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დუნდუა გ., იჭრებოდა თუ არა მონეტა ვანში?, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნ. და ხელოვნ. ისტ. სერია, 1974,№2.
- დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009.
- დუნდუა გ., ვანის განძი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- Дундуа Г. Ф., Лордкипанидзе Г. А., Денежное обращение Центральной Колхиды, Тб., 1983.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვანში (?) მოჭრილი სპილენძის ანონიმური მონეტები ლოტოსის და რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით — ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.