ვალიკო მაზმიშვილი
საქართველოს დამსახურებული არტისტი
ვალერიან (ვალიკო) მაზმიშვილი (დ. 10 მარტი, 1926, სოფ. ყარაღაჯი, ახლანდ. თელიანი, კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 21 ივნისი, 2012, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979). ღირსების ორდენის კავალერი (1998).
ვალიკო მაზმიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
10 მარტი, 1926 ყარაღაჯი, გორის მაზრა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
21 ივნისი, 2012 (86 წლის) თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ეთნიკურად | ქართველი |
საქმიანობა | მსახიობი |
წოდება | საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირება1942 წელს დაამთავრა თბილისის კიროვის ქარხანასთან არსებული მე-6 სახელოსნო საშუალო სასწავლებელი.
მუშაობდა პლეხანოვის კლუბის დრამატულ დასში (1943-1945), მესხეთის (1945-1948), მარჯანიშვილის (1948-1950), გორის (1950-1956), თბილისის სანკულტურის (1956-1967), მოზარდ მაყურებელთა (1967) თეატრებში.
შესრულებული როლები
რედაქტირება- ისრაფილ ხანი (დ. ერისთავის „სამშობლო“)
- პოლკოვნიკი (აკ. კერესელიძის „მზვერავები“)
- ლევანი (ვ. ქელბაქიანის „სევდიანი რომანი“)
- შალვა (გ. შატბერაშვილის „რკინის პერანგი“)
- სადგურის უფროსი (ი. მოსაშვილის „სადგურის უფროსი“)
- მოურავი, ვანო ფანტიაშვილი (ავქ. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და „ხანუმა“)
- ვალი (უ. აჯიბეკოვის „არშინ მალ ალან“), გოდერძი (ს. მთვარაძის „სახსოვარი“)
- ოთარი (ლ. რამიშვილის „სტუმარ-მასპინძლობა“)
- გობრონი (კ. კალაძის „სოფლის საამო საღამოები“)
- ბრიგელა (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“)
- სარგის მთოგველი (გ. ერისთავის „ყვარყვარე ათაბაგი“) და სხვა.
ჯილდოები
რედაქტირება- 1998 — ღირსების ორდენი „ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ახალგაზრდობის მაღალმოქალაქეობრივი პათოსით აღზრდაში თვალსაჩინო დამსახურებისათვის“.
- 1979 — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვალიკო მაზმიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვალიკო მაზმიშვილი — ქართული ენციკლოპედია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1979. N 5. გვ. 13.