ვალერიან ქანთარია
ვალერიან ირაკლის ძე ქანთარია (დ. 23 ივნისი, 1900, სოფ. აკეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 16 ივნისი, 1973, თბილისი) — ქართველი საბჭოთა მეცნიერი, აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1957), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).
ვალერიან ქანთარია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 ივნისი, 1900 |
დაბ. ადგილი | აკეთი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 16 ივნისი, 1973 (72 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | აგრონომი |
მუშაობის ადგილი | საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სკოლაში პედაგოგად, თელავის მევენახეობისა და მეღვინეობის კავაშირო ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1931–1937), საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის გამგედ (1937–1973). იკვლევდა ვაზის ქირურგიის თეორიასა და პრაქტიკას, ვაზის აგროტექნიკასა და სელექციას. გამოიყვანა სუფრის ყურძნის ახალი ჯიში — „თბილისური“. არის 170 სამეცნიერო შრომის ავტორი, დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გეგეშიძე ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 454.