ვალდეტე იდრიზი
ვალდეტე იდრიზი — პლატფორმა „CiviKos“ აღმასრულებელი დირექტორი 2017 წლისთვის[1]. ის იყო დამფუძნებელი და არასამთავრობო ორგანიზაცია „Community-Building Mitrovica-ის“ აღმასრულებელი დირექტორი; ამ ორგანიზაციის მიზანი მშვიდობის და საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა იყო მიტროვიცას რეგიონში, ჩრდილოეთ კოსოვოში[2][3]. 6 წლის განმავლობაში, 2008 წლამდე „ Community-Building Mitrovica“ იყო ერთადერთი ორგანიზაცია მიტროვიცაში, რომელიც ხელს უწყობდა შერიგებასა და ურთიერთობების განახლებას ეთნიკურად ალბანელებსა და სერბებს შორის[4]. იდრიზი თავად იყო ეთნიკურად ალბანელი, წარმოშობით კოსოვოს ჩრდილოეთ მიტროვიცადან, რომელმაც დაკარგა სახლი 1999 წელს სერბების შემოჭრისას[2][4][3]. 2008 წლისთვის მისი სახლი ჯერ კიდევ ოკუპირებული იყო სერბების მიერ[2]. „Community-Building Mitrovica-მ“ გაუწია ორგანიზება შეთანხმებას, რომელიც მიხედვითაც ზოგიერთ სერბს შეეძლო საკუთარ სახლს დაბრუნებოდა კოსოვოში. ამ შეთანხმებისთვის იდრიზის სიკვდილით დაემუქრნენ კოსოვოელი ალბანელი მებრძოლები[2].
იდრიზიმ 2008 წელს მიიღო საერთაშორისო ჯილდო „ქალთა სიმამაცისთვის“ და 2009 წელს სოროპტიმისტის მშვიდობის საერთაშორისო ჯილდო[4][5][3].
ის აირჩიეს პლატფორმა „CiviKos“ აღმასრულებელ დირექტორას 2011 წლის დეკემბერში. „CiviKos“ არის ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა კოსოვოში „რომლის მიზანიცაა შექმნას და შესაძლებლობა მისცეს სამოქალაქო საზოგადოებრივ სექტორსა და მთავრობას შორის საკოოპერაციო გარემოს ჩამოყალიბებას“[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 [1] დაარქივებული 2018-07-02 საიტზე Wayback Machine. , Civikos, Retrieved 11 February 2017
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Kosovo's 'Woman of Courage' Bridges Ethnic Divide | WBUR & NPR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-25. ციტირების თარიღი: 2017-05-09.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Valdete Idrizi | WISE Muslim Women. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-21. ციტირების თარიღი: 2017-05-09.
- ↑ 4.0 4.1 4.2 International Women of Courage Award Ceremony: 2008
- ↑ Valdete Idrizi wins Award - Community Building Mitrovica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-21. ციტირების თარიღი: 2017-05-09.