ვაკიჯვრის განძი — ძვ. წ. XII –XI საუკუნეების ბრინჯაოს ნივთების განძი. აღმოჩენილია 1936 წელს სოფ. ვაკიჯვარში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ადგილ ქორბუდეში.

განძის შემადგენლობაში იყო კოლხური ცული (დ. ქორიძისეული კლასიფიკაციით — I სახეობის), დაზიანებული წალდი, ბრტყელი ცულის ნატეხი, სამი თოხი, სეგმენტისებური იარაღის ნატეხები; შუბისპირი, სატეხი (თუ ბრტყელი ცული), 24 ზოდი. 1960 წელს სოფელში აღმოჩნდა ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულის – I ათასწლეულის I ნახევრის მშვილდსაკინძი, იგი ერთწილადია, მშვილდი შემკულია წიწვისებური ორნამენტით. მასალა ინახება ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რამიშვილი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974.
  • ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965.
  • რამიშვილი ა., ვაკიჯვრის განძი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.