წალდი
წალდი — ტრადიციული საჩეხი ან სათლელი იარაღი, რომელიც ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში და მეტყევეობაში შედარებით წვრილი მერქნოვანი მასალის სათლელად, როგორიცაა ტოტები. იგი ძალიან ხშირად გვხვდება ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებულია მევენახეობა. მსოფლიოს სხვა ნაწილებში, სადაც იგი გამოიყენება, იგი ან გამოგონებული იქნა ლოკალურად (მაგ., ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში), ანდა შეტანილი იქნა ევროპელი მოახალშენეების მიერ (მაგ., ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში და ავსტრალაზიაში). საქართველოში არსებობს მისი უფრო მომცრო ვარიანტიც: წალდუნა.
გამოყენება
რედაქტირებაწალდის ხმარება საშუალოა დანისა და ცულის მოხმარებას შორის. ის ხშირად გამოიყენება წვრილი მერქნიანი მცენარეების, მაგ, ახალგაზრდა ხეების მოსაჩეხად, ან უკვე მოჩეხილი ტოტებისგან წვრილი ტოტების ჩამოსათლელად; სწორედ ამ მიზანს ემსახურება კაუჭი _ რომ იარაღი არ აცდეს მომრგვალებული ფორმის ჩამოსათლელ ობიექტებს. ის შეიძლება გამოყენებული იქნას მყნობის პროცესში. მისი ამერიკული ექვივალენტია მაჩეტე.
დიზაინი
რედაქტირებამჭრელი პირი ჩვეულებრივ მზადდება სხვადასხვა წონისა და სიგრძის ფოლადის ფურცლისაგან, მაგრამ ტიპობრივად მას აქვს ხოლმე 20-50 სმ სიგრძე. მჭრელი პირი სწორია ტართან ახლოს, მაგრამ უფრო და უფრო მეტად მრუდდება ბოლოსკენ, ანუ გააჩნია "ღია კაუჭი" ბოლოში. პირი ჩვეულებრივ წაწვეტებული და გალესილია ხოლმე მხოლოდ მრუდის შიგა ზედაპირზე, თუმცა არსებობს ორმხრივალესილი წალდებიც.
პირი მაგრდება ხის ტარზე, ევროპაში მას ჩვეულებრივ იფნის მერქნისგან ამზადებენ, თუმცა, საქართველოში ამ მიზნით გამოიყენება ხოლმე თხილიც. უფრო მძიმე მჭრელი პირებისთვის ზოგჯერ იყენებენ შედარებით გრძელ სახელურებს, რამაც შეიძლება იარაღი ორი ხელით ერთდროულად მოსახმარად გახადოს.
წალდის მოხმარება დადასტურებულია ბრინჯაოს ხანიდან, მაგალითად, ნანახია ძველ ბერძნულ კულტურაში. რკინის ეპოქის ნიმუშები უკვე ნანახია რომაული გავლენის მქონე რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, ინგლისში, საფრანგეთში, შვეიცარიაში.
წალდი თითქმის ყოველთვის მზადდება ჩვეულებრივი ფოლადისგან ნახშირბადის საშუალო შემცველობით. ნახშირბადის მაღალი შემცველობის მქონე ფოლადის გამოყენება არაა მიზანშეწონილი, რადგანაც ხეზე მუშაობისას არ არის საჭირო ლეგირებული და ძალიან მაგარი და ბასრი პირი. ამასთან, ნახშირბადის შედარებით დაბალი შემცველობა წალდს იოლსალესს ხდის საველე პირობებში. რადგანაც კოსმეტიკური სახე არაა მნიშვნელოვანი, არც უფრო ძვირ უჟანგავ ფოლადს აქ არ იყენებენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Billhooks.co.uk, the home page of 'A Load of Old Billhooks' - includes information on French billhooks - 10/01/2010 - back on line
- Dartford Town Archive[მკვდარი ბმული] includes a picture of the Iron Age "Hulbury Billhook" - this type of tool is still found today in Morocco
- 1911 catalogue of the Leborgne company - link updated to the new website
- 1920's catalogue of the Leborgne company in France
- Catalogue of French manufacturer Maxime LeLoup c 1920's
- Catalogues from British manufacturers