ვაკე (მხარე)
ვაკე — იმერეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილის ისტორიული სახელწოდება (წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან). ტერიტორიულად მოქცეულია მდინარეების ცხენისწყალსა და რიონს შორის. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ ზედა პალეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის ნასახლარები — ბორცვები, ე. წ. "გორიკები". ადრინდელი ფეოდალურ ხანაში ვაკის ტერიტორია ეგრისის სამეფოში შედიოდა, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ — იმერეთის სამეფოში. სამხედრო-ადმინისტრაციული დანაწილებით, ვაკე იმერეთის სამეფოს პირველი სადროშო იყო.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- ბერაძე თ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 274.