ვაი-კამბასის ეროვნული პარკი
ვაი-კამბასი (ინდონ. Taman Nasional Way Kambas) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრის სამხრეთ ნაწილში, ლამპუნგის პროვინციაში. ფართობი 1 300 კმ².
ვაი-კამბასის ეროვნული პარკი
Taman Nasional Way Kambas | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ინდონეზია, კუნძული სუმატრა |
კოორდინატები | 4°55′ ს. გ. 105°45′ ა. გ. / 4.917° ს. გ. 105.750° ა. გ. |
ფართობი | 1 300 კმ²[1] |
დაარსდა | 1989 |
სტუმრობა | 2 553 (2007) |
მმართველი ორგანო | ინდონეზიის სატყეო სამინისტრო |
მოიცავს ჭაობის ტყეებსა და დაბლობის წვიმის ტყეებს, რომელიც ძირითადად მეორეულია, 1960–1970–იან წლებში გაჩაღებული ჩეხვის შემდეგ. მიუხედავად პოპულაციათა შემცირებისა, პარკში დღემდე შემორჩენილია უკიდურესად საფრთხის ქვეშ მყოფი სუმატრის ვეფხვი, სუმატრული სპილო და სუმატრული მარტორქა. ხელსაყრელია ფრინველებზე დაკვირვებისათვის;[2] სულ წარმოდგენილია ფრინველის 400 სახეობა.
პარკის წინაშე არსებული საფრთხეები ძირითადად ხე–ტყის უკანონო ჩეხვითაა გამოწვეული. საკონსერვაციო ძალისხმევის ფარგლებში ამოქმედდა პატრულირება, სუმატრის მარტორქის ნაკრძალი და სპილოს საკონსერვაციო ცენტრი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Pictures of SRS, Way Kambas დაარქივებული 2017-07-11 საიტზე Wayback Machine. on the RRC
სქოლიო
რედაქტირება- ↑ World Database on Protected Areas: Record of Way Kambas National Park
- ↑ Paul Jepson (1997) Fielding's birding Indonesia (Periplus Editions) ISBN 1-56952-133-6