ვაინახური მითოლოგია

ვაინახური მითოლოგიაჩრდილოეთ კავკასიაში ბინადარი ვაინახების მითოლოგია. ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ისლამიზაცია შედარებით გვიან, ადრეულ თანამედროვე პერიოდში მოხდა, რის გამოც იორდანიელი ისტორიკოსი ამჯად ჯაიმუხა ვაინახური მითოლოგიის პრე-ისლამური ელემენტების რეკონსტრუქციის იდეა წამოაყენა, რომელიც წინაპართა პატივისცემასა და დაკრძალვის რიტუალებსაც მოიცავს.[1] ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხების, განსაკუთრებით ჩერქეზებისა და ოსების მსგავსად, ვაინახებიც ხეებს ეთაყვანებოდნენ და თვლიდნენ, რომ მათში ადამიანთა სულები იყო ჩასახლებული. ხეებისთვის თაყვანსაცემად ვაინახებს არაერთი რიტუალი ჰქონდათ. ვაინახთა მითოლოგიაში განსაკუთრებული ადგილი მსხლის ხეს ეკავა.[2]

ვაინახების ერთ-ერთი ტომის წარმომადგენლები, 1870-1886 წწ.

შედარებითი მითოლოგია

რედაქტირება

კ. სიხარულიძის აზრით, ანტიკურ ხანაში კავკასიის რეგიონის ხალხები ერთი, რეგიონული კულტურის მატარებელი ხალხი იყო. ვაინახებისა და ქართველთა მითოლოგიების კვლევა ბევრ მსგავსებას ავლენს.[3]

ჯაიმუხა (2005) ვაინახთა რელიგიის შესწავლისას (უმეტესწილად დასავლეთ ინდო-ევროპული კულტურების რკინის ხანის მითოლოგიის შესწავლისას) განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს და პარალელებს ავლებს კელტურ პოლითეიზმთან.[4] ისეთი ტრადიციები, როგორიცაა კონკრეტული ხეების (როგორიცაა ფიჭვის ხის) თაყვანისცემა, სავარაუდოდ დაკავშირებულია ისეთ თანამედროვე ტრადიციებთან,როგორიცაა საშობაო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია, ჰელოუინი და ა.შ.[4]

მთავარი ღვთაებები

რედაქტირება
 
ვაინახური მითოლოგიის ლეგენდარული გმირი პხარმატი

ისტორიკოსი ამჯად ჯაიმუხა თავის წიგნში ვაინახთა ღვთაებების პანთეონს აღადგენს. ვაინახთა პანთეონში უზენაესი ღმერთი და დემიურგი დეელა (იგივე დელა) იყო.[5]სიბნელის ღმერთს ჰელა ერქვა. ვაინახთა პანთეონში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა ვარსკვლავების,ელვისა და ჭექა-ქუხილის ღმერთ სეელას (იგივე სელა).[5] ვაინახთა მითებში სეელა ხშირად ბოროტ და სასტიკ ღმერთადაა გამოყვანილი. ცხოველთა ტყავისგან დამზადებულ ჩანთაში ღვთაება „ღამეს“ (ვარსკვლავები, ელვა, ჭექა-ქუხილი) ინახავდა. ვაინახთა წარმოდგენით, სეელა მყინვარწვერზე სახლობდა და ცეცხლოვანი ეტლი ჰქონდა. ცეცხლის მოპარვის გამო სეელამ პხარმატი მთაზე მიაჯაჭვა. სწორედ ამიტომაც, ოთხშაბათ დღეს ვაინახებს ჩირაღდნების ტარება ეკრძალებოდათ. ჩეჩნეთსა და ინგუშეთში გაქრისტიანების დროს, სეელა ელია წინასწარმეტყველთან გააიგივეს. ბერძნულ მითოლოგიაში უზენაესი ღმერთის, ზევსის მსგავსად, ადამიან ქალთა მიმართ სურვილებს ვერც სეელა უმკლავდებოდა. მის ცოლს ფურკი ერქვა. მოკვდავ ქალწულთან სექსუალური კავშირის შედეგად მას ქალი ღვთაება, სელა სათა შეეძინა.[6] სელა სათა (იგივე სათა) ერთი ვერსიით სეელას ცოლია, მეორე ვერსიით - ქალიშვილი. სელა ქალთა ხელსაქმის ქალთმერთი იყო[5][7] ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელთა და სეთენაისთან აკავშირევენ. სელას სახეს მზის ბრწყინვალებას ადარებენ. სწორედ სელა გაუძღვა მყინვარწვერზე პხარმატს და ცეცხლის მოპარვასა და დედამიწის მკვიდრთათვის გადაცემაში დაეხმარა.

ვაინახთა პანთეონში სოფლის მეურნეობისა და მოსავლის, ასევე სუსტთა დამცველი ღმერთი მაეცილია. სიცოცხლისა და სიკვდილის ლორდი, ასევე საიქიოს მმართველი იშთარ-დეელაა, რომელიც დამნაშავეთ სჯიდა. ომის ღმერთი მოლიზ-იერდი იყო, რომელსაც ვაინახთათვის გამარჯვება მოჰქონდა. ნადირობისადა ცხოველთა ღვთაება ელთა იყო. მამამისთან, დეელასთან დაუმორჩილებლობის გამო, ის ცალი თვალით ბრმა იყო. პანთეონის მცირე ღვთაება იყო ამგალი. ვაინახთა რწმენით, ბედისწერის მბრძანებელი თაამაში სიმშვიდის დროს პატარა იყო, თუმცა განრისხებისას დიდდებოდა.

 
მყინვარწვერი — მთავარი მთა ვაინახთა მითოლოგიაში

ნაყოფიერების ქალღმერთი, თუშოლი მამამისზე, დეელაზე უფრო მეტად იცავდა ხალხს. ვაინახთა წარმოდგენით, სწორედ მან შექმნა წმინდა ტბა გალაინ-ამი. მკვლევართა აზრით, ადრეულ წარმოდგენებში თუშოლი დომინანტი ღვთაება იყო. ხალხი მას ჯანმრთელ ჯანმრთელობას, უხვ მოსავალსა და ბევრ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს შესთხოვდა. მოგვიანებით თუშოლს ძირითადად უშვილო ქალები ეთაყვანებოდნენ. თუშოლის დღეს ქალებს ღვთაებისთვის წითლი ირმის რქები უნდა მიეტანათ დეელას მთაზე (სადაც არასამღვდელო პირებს ასვლა ეკრძალებოდათ). თუშოლის დღე „ბავშვთა და ქალთა“ დღედ იყო მიჩნეული. თუშოლის ფრინველი ოფოფი იყო და უმაღლესი სასულიერო პირების თანხმობის გარეშე მასზე ნადირობა იკრძალებოდა.[8][9] ქარიშხლისა და ზვავების ქალღმერთია დარცა-ნაანა.[5] მან მყინვარწვერზე ჯადოსნური წრე შემოავლო, რომლის გადაკვეთაც არცერთ მოკვდავს შეუძლია. წრესთან მიახლოებისთანავე დარცა-ნაანა უცხოებს მომაკვდინებელ თოვლის ქარიშხალს უგზავნის და უფსკრულში ჩეხავს.[10]

მცირე ღვთაებები

რედაქტირება
 
გალაინ-ამის ტბა — წმინდა ადგილი, რომელსაც მითოლოგიური ხარი იცავს

ვაინახური მითოლოგიის სხვა ღვთაებები არიან:

  • მოხ-ნაანა — ქარების ქალღმერთი.[5]
  • სეელასათი — ქალწულთა მფარველი.[5]
  • მელერ იერდი — მცენარეებისა და მარცვლეულისგან დამზადებული სასმელის ღმერთი.[5]
  • გალ-იერდი — მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მფარველი.[5] მას თაყვანს სცემდნენ ნახების ახალი წლის დღეს და ცხოველებს სწირავდნენ.[11]
  • აირა — მარადიული დროის ხაზის მფარველი.[12]
  • მოზი — მზისა და მთვარის ბოროტი და. მოზმა ცაზე ყველა ახლობელი შთანთქა და ახლა მის ციურ ტყუპებს დასდევს. მაშინ, როდესაც იგი ტყპებს იჭერს და ატყვევებს, ეკლიფსი ხდება. მოზი მზესა და მთვარეს მხოლოდ მაშინ ათავისუფლებს, როცა ამას უცოდველი პირველშობილი გოგო შესთხოვს.[10]
  • ბოლამ-დეელა — მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილია.[5] უცნობია მისი სქესიც. ბოლამ-დეელა შესაძლოა დეელა-მალხის ექვივალენტი იყოს.[1]
  • ხაგია-იერდი ან მაეცხალი — კლდეთა მბრძანებელი.[1][5]
  • მათირ-დეელა — ნაკლებად ცნობილი ღვთაება.[1][5]
  • პ'ეერსკა (პარასკევი) — დროის მმართველი.[1]

ზებუნებრივი ქმნილებები და გმირები

რედაქტირება
 
სარმაკი
  • პხარმატიდემიურგი, ნართოი, რომელმაც ბოროტ ღმერთ სელას ცეცხლი მოჰპარა.[13][14] ბერძნული მითოლოგიის გმირის, პრომეთეს, ჩერქეზული მითოლოგიის გმირის, ბათრაძისა და ქართული მითოლოგიის პერსონაჟის, ამირანის ექვივალენტი.[12][15][16]
  • ფხაგალბერის ტომი — მითოლოგიურ ჯუჯათა რასა. მათ ნართების ვერცერთი იარაღი აზიანებდა.[12]
  • ტურპლი — თავისუფლად მოთარეშე ცხენი, რომელიც პხარმატმა ცეცხლის მოპარვის დროს დაიხმარა.[13][14][15]
  • უჯა — ციკლოპი, სელას ერთგული მსახური. სწორედ მან მიაჯაჭვა პხარმატი მყინვარწვერზე.[13]
  • იდა — ფრინველთა მეფე. შევარდენი, რომელიც ყოველ დილით პხარმატს ღვიძლს უკორტნის.[13]
  • გალაინ-ამის ტბის სული — მითოლოგიური ხარი, რომელიც გალაინ-ამის ტბას დაბინძურებისგან და სხვა საფრთხეებისგან იცავს.
  • მელჰუნი - დაცემული ანგელოზი.
  • ნართები — გიგანტების მითოლოგიური რასა. განსხვავებით კავკასიის სხვა ხალხთა მითოლოგიისგან, ვაინახურ მითოლოგიაში გიგანტები კეთილებიც შეიძლება იყვნენ და ბოროტებიც.
  • ალმასები — ტყის ბოროტი სულები. ალმასები ბოროტებიც შეიძლება იყვნენ და კეთილებიც. მამრობითი სქესის ალმასები თმიანი, უხეში კანის მქონე უხეში და მზაკვარი სულები არიან. მდედრობითი სქესის ალმასებს საოცარი სილამაზე აქვთ, თუმცა ბოროტები, მზაკვრები და საშიშები არიან.[10]
  • ღამსლინგი — კუდიანი, რომელსაც საკუთარი სხეულის დატოვება და ცხოველებში ჩასახლება შეუძლია.
  • თარამი — უხილავი მცველი სულები, რომლებიც თავიანთ პატრონებს ყველა სახის საფრთხისგან იცავენ.ნახების წარმოდგენით, ყოველ ადამიანს, ყოველ სახლსა და ყველა ბუნებრივ ობიექტს თარამი ჰყავს.[10]
  • უბურები — ბოროტი, სისხლისმსმელი სულები. უბურები სლავური მითოლოგიის ვამპირებს წააგვანან.[10]
  • სარმაკი - დრაკონი, რომელიც ძირითადად მდინარის წყლებში ბინდრობს.
  • ჰანსაგი — ტყისა და ტყის ცხოველთა მფარველი სული. ჰანსანგი ეძებს და ანადგურებს მონადირეებს და ცხოველებს, ფრინველებს, ხეებსა და ბალახებს იცავს.[10]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Amjad Jaimoukha The Chechens: a Handbook (Routledge/Curzon, 2005) pp. 109–111 and appendix pp. 252–253
  • Ахриев Ч. Э. Из чеченских сказаний // «Сборник сведений о кавказских горцах». — вып. V. — Тифлис, 1871.
  • Ахриев Ч. Э. Несколько слов о героях в ингушских сказаниях. // «Сборник сведений о кавказских горцах». — вып. IV. — Тифлис, 1870.
  • Горепекин Ф. И. (1909—1915 гг.).
  • Далгат Б. К. Первобытная религия ингушей и чеченцев. — Москва: Наука, 2004.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Jaimoukha, Amjad M. (2005-03-01). The Chechens: a handbook, 1st, Routledge, გვ. 108. ISBN 978-0-415-32328-4. ციტირების თარიღი: 2009-08-14. 
  2. Jaimoukha, Amjad. The Chechens: A Handbook. Page 113.
  3. Sikharulidze, K. 2000. "The Fragments of Archaic Myths of Theomachy in North Caucasian and Georgian Folklores". Caucasian Messenger
  4. 4.0 4.1 Jaimoukha, Amjad. The Chechens. Pages 8; 112; 280
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 Jaimoukha, Arnjad M. (2005). The Chechens: A Handbook. Psychology Press, გვ. 252. ციტირების თარიღი: 3 December 2015. 
  6. Jaimoukha, Amjad. The Chechens: A Handbook. Page 117
  7. Anciennes Croyances des Ingouches et des Tchétchènes.Mariel Tsaroïeva ISBN 2-7068-1792-5. P.197
  8. Мифологический словарь/Гл. ред. Мелетинский Е.М. - М.: Советская энциклопедия, 1990- pp.672
  9. Мифы народов мира/под ред. Токарева С. А. - М., Советская энциклопедия, 1992-Tome 2 - pp.719
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 Первобытная религия чеченцев. Далгат Б.
  11. Jaimoukha, Amjad. The Chechens. Page 188.
  12. 12.0 12.1 12.2 Lecha Ilyasov. The Diversity of the Chechen Culture: From Historical Roots to the Present. ISBN 978-5-904549-02-2
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Berman, Michael. (26 March 2009) The Shamanic Themes in Chechen Folktales გვ. 31–39. Cambridge Scholars Publishing. ციტირების თარიღი: 4 December 2015.
  14. 14.0 14.1 Hunt, David. (28 May 2012) Legends of the Caucasus. Saqi. ციტირების თარიღი: 3 December 2015.
  15. 15.0 15.1 Anciennes Croyances des Ingouches et des Tchétchènes.Mariel Tsaroïeva ISBN 2-7068-1792-5
  16. http://www.circassianworld.com/colarusso_4.html დაარქივებული 2011-05-24 საიტზე Wayback Machine.