ვაზის ფოთლიხვევია

ვაზის ფოთლიხვევია (ლათ. Sparagnothis pilleriana, Sparganothis pilleriana) — პეპელა ფოთოლხვევიების ოჯახისა. მუქი ყავისფერი, ლითონისებრი ბზინვარება დაჰკრავს და ზევიდან ორი განივი ზოლი გასდევს. ფრთების შლილია 20—24 მმ. მატლის სიგრძე — 25 მმ, ზურგი და მუცელი მწვანე აქვს, გვერდები — ყვითელი. გავრცელებულია ყველგან. საქართველოში ძირითადად დასავლეთ რაიონებშია, სადაც ვაზის გარდა აზიანებს ჩაის, ციტრუსებს, ლეღვს, ევკალიპტს და სხვა კულტურებს. პეპელა კვერცხს დებს ფოთლის ზედა მხარეზე ჯგუფ-ჯგუფად (200-მდე). მატლი აზიანებს ვაზის კვირტსა და ფოთოლს. მოზრდილი მატლი რამდენიმე ფოთოლს ერთად ახვევს აბლაბუდაში და ამით იკვებება. ზამთარს ატარებს ვაზის ქერქის ნაპრალებში. ვაზის ფოთლიხვევია წელიწადში იძლევა ერთ თაობას.

ვაზის ფოთლიხვევია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sparganothis pilleriana

ბრძოლის ღონისძიებანი

რედაქტირება

კვირტების დაბერვის პერიოდში და გაშლის შემდეგ ინსექტიციდების გამოყენება.

ლიტერატურა

რედაქტირება