ეშლი უილიამსი

ვიკიპედიის მრავალმნიშვნელობის გვერდი

ეშლი უილიამსი (ინგლ. Ashley Williams; დ. 12 ნოემბერი, 1978, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. სახელი გაითქვა სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ შესრულებული ვიქტორიასა და სერიალში „როგორც სამყარო ბრუნავს-ში“ შესრულებული დანიელა ანდროპულოსის როლებით.

ეშლი უილიამსი
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი, 1978
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელები
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1993-დღემდე
მეუღლე(ები) ნილ დოდსონი
შვილ(ებ)ი 2

ბავშვობა რედაქტირება

ეშლი უილიამსი დაიბადა 1978 წლის 12 ნოემბერს ნიუ-იორკში, აშშ-ში. იგი არის მაიკლ უმცროს ფოქსის ფონდის შემქმნელ ლინდა ბარბარასა და მისი ქმრის, მწერალ გარნი უილიამს III-ის შვილის. მას მხოლოდ ერთი უმცროსი და ჰყავს, მსახიობ კიმბერლი უილიამსის სახით. იგი მუსიკოს ბრედ პესლის ცოლის დად ერგება[1].

ეშლიმ ნიუ-იორკის რაის სკოლა დაამთავრა, ამის შემდეგ კი სწავლა ბოსტონის უნივერსიტეტში განაგრძო[2].

კარიერა რედაქტირება

ეშლი უილიამსის სამსახიობო დებიუტი 1993 წელს შედგა იდა ჰაინკენის როლით ფილმში „ინდური ზაფხული“, სადაც მას ძალიან პატარა როლი ჰქონდა და საერთოდ არ ჰქონია ტექსტი. უკვე 1994 წელს დანიელა ანდროპულოსის როლზე დაამტკიცეს სერიალში „როგორც სამყარო ბრუნავს“, რომელშიც 1996 წლამდე თამაშობდა.

2002 წელს სერიალში „დილა მშვიდობისა, მაიამი“ დაამტკიცეს დილან მესინჯერის მთავარ როლზე, რომელსაც იგი 2004 წლამდე ასრულებდა. 2003 წელს სერიალში „ამერიკული ოცნებები“ აიყვანეს სენდი შოს ეპიზოდურ როლზე. 2005-2006 წლებში ბეტი უილკენსონის როლს ასრულებდა სერიალში „ბეჭედი“.

2006 წელს სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ დაამტკიდეც ვიქტორიას როლზე, რომელიც არის სერიალის მთავარი პერსონაჟის, ტედ მოსბის ერთ-ერთი შეყვარებული. იგი პროფესიით კონდიტერია და ტედზე დაქორწინებასაც გეგმავდა, მაგრამ მოგვიანებით სასწავლებლად წავიდა გერმანიაში, რის გამოც ეშლიმ სერიალი დატოვა. რამდენიმე სეზონში, 2010 წელს ვიქტორია სამშობლოში ბრუნდება და ეშლიც დააბრუნეს სერიალში, იგი ტედს უბრუნდება, თუმცა ერთი სეზონის შემდეგ საბოლოოდ შორდება, რის გამოც 2012 წელს ეშლიმ სერიალი დატოვა[3].

ამის პარალელურად, 2007 წელს ფილმში „სიცოცხლის კანონიერი მხარე“ შეასრულა ბეკას მთავარი როლი. მრავალი ეპიზოდური როლის შემდეგ, 2014 წელს ფილმში „კარგი ცოლი“ შეასრულა ქრისტინა ბერეტის როლი. 2013 წელს ფილმში „შობა დიდ ქალაქში“ შეასრულა უენდი კეროლის როლი

2015 წელს სერიალში „ჯიმ გაფიგანის შოუ“ დაამტკიცეს ჯიმის ცოლის, ჯენი გაფიგანის მთავარ როლზე. იგი ამ სერიალში 2016 წლამდე მონაწილეობდა. 2017 წელს სერიალში „გოგონები“ ითამაშა ჯინის როლი.

2018 წელს სერიალში „ინსტინქტი“ დაამტკიცეს ნორა კეჩინოს ეპიზოდურ როლზე. ამავე წელს იგი გადაიღეს ოლი შოს როლში სერიალში „შობა ივერგრინში: წერილები სანტასთვის“. 2019 წელს სერიალში „შობა ივერგრინში: ჯოის ცნობები“ კვლავ ოლი შოს როლზე აიყვანეს.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

2011 წლის 29 მაისს ეშლი უილიამსი დაქორწინდა რეჟისორ ნილ დოდსონზე. მათ ორი ვაჟი ჰყავთ: გას უილიამს-დოდსონი (დაიბადა 2014 წლის 5 ოქტომბერს)[4] და ოდი სელ დოდსონი (დაიბადა 2017 წლის 17 მაისს)[5]. 2016 წლის ზაფხულში, ორი თვის ორსულ ეშლი უილიამსს მუცელი მოეშალა.

სქოლიო რედაქტირება

  1. Karger, Dave (September 13, 2002). "Good Morning, Miami". Fall TV Preview. Entertainment Weekly. Archived from the original on November 28, 2006. Retrieved 2015-10-17.
  2. "Ashley Williams: Overview" დაარქივებული 2011-08-20 საიტზე Wayback Machine. . TV.com. Retrieved 2015-10-17.
  3. HIMYM Production [@himymprod] (26 Aug 2010). "Victoria has 128 votes! Robin follows closely with 117, Stella rolls in with 26 and Blah Blah rounds out the top four with 22. :)" (Tweet) – via Twitter.
  4. Parker, Heidi; Enriquez, Justin (23 October 2014)."How I Met Your Mother star Ashley Williams welcomes first child Gus into the world". Daily Mail. Retrieved 2015-10-17.
  5. "It's a Boy! Ashley Williams Welcomes Son Odie Sal". PEOPLE.com. 2017-06-07. Retrieved 2017-08-18.