ექრემ იმამოღლუ

თურქი პოლიტიკოსი, სტამბოლის მერი

ექრემ იმამოღლუ (თურქ. Ekrem İmamoğlu; დ. 4 ივნისი, 1970, აქჩააბათი, ტრაპიზონი, თურქეთი)[1] — თურქი პოლიტიკოსი და სტამბოლის მერი. პირველად, 2019 წლის მარტის ადგილობრივ არჩევნებზე აირჩიეს ქალაქის მერად, როგორც „ეროვნული ალიანსის“ კანდიდატი, რომელიც სრპ-ისა და კარგი პარტიის ალიანსია. თუმცა, ამ თანამდებობაზე მხოლოდ 17 აპრილიდან 6 მაისამდე იმუშავა, სანამ არჩევნების შედეგები არ გაუქმდა. ხელახლად მერად 2019 წლის 23 ივნისს, განახლებულ არჩევნებზე აირჩიეს.[2] ქალაქის მერად არჩევამდე იყო სტამბოლის ბეილიქდიუზიუს რაიონის მერი (2014-2019 წლებში), რომელიც ქალაქის დასავლეთით მდებარეობს.[3]

ექრემ იმამოღლუ
ექრემ იმამოღლუ
სტამბოლის 32-ე მერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა27 ივნისი, 2019
წინამორბედიალი იერლიქაია (მ/შ)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 აპრილი, 2019 – 6 მაისი, 2019
წინამორბედიმევლიუთ უისალი
მემკვიდრეალი იერლიქაია (მ/შ)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აპრილი, 2014 – 7 აპრილი, 2019
წინამორბედიიუსუფ უზუნი
მემკვიდრემეჰმეთ მურად ჩალიკი

დაბადებული4 ივნისი, 1970 (1970-06-04) (54 წლის)
აქჩააბათი, ტრაპიზონი, თურქეთი
საარჩევნი ოლქისტამბოლი
მოქალაქეობათურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნებათურქი
მეუღლედილექ ქაია (დ. 1995)
შვილები3
განათლებასტამბოლის უნივერსიტეტი
რელიგიასუნიტური ისლამი
ხელმოწერა
საიტიekremimamoglu.com
  1. İnan, Mert (20 December 2018). „ANAP’lı ailenin CHP’li çocuğur“. Milliyet (Turkish). ციტირების თარიღი: 7 April 2019.
  2. Istanbul election rerun won by opposition, in blow to Erdogan
  3. „Ekrem İmamoğlu Kimdir“ (Turkish). ekremimamoglu.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 28 February 2019.