ექიმი უოტსონი
ექიმი ჯონ ჰ. უოტსონი (ინგლ. Dr John H. Watson) — ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი. რომელიც ერთ-ერთი მთავარი გმირია შერლოკ ჰოლმზთან ერთად დეტექტიური რომანების და მოთხრობების გრძელი სერიის. ნაწარმოებებთა ძირითად ნაწილში თხრობა მიმდინარეობს ექიმი უოტსონისგან, რომელიც შერლოკის მუდმივი თანამგზავრია. იგი აღწერს ჰოლმზის გამოძიებებს, ცნობილი „დედუქციური მეთოდის“ გამოყენებით, თუმცა გამოძიების ბოლომდე მას არ ესმის თუ როგორ ხსნის ჰოლმზი ბოროტმოქმედებას, ხოლო ბოლოს ჰოლმზი უხსნის უოტსონს თავის მოქმედებებს.
ჯონ უოტსონი John Watson | |
---|---|
დოქტორი უოტსონი და შერლოკ ჰოლმზი, სიდნი პეჯეტის 1904 წლის ილუსტრაცია | |
პირველი გამოჩენა | A Study in Scarlet |
ბოლო გამოჩენა | His Last Bow |
შემქმნელი | ართურ კონან დოილი |
ეპიზოდი |
ოთხი რომანი 56 მოთხრობა |
ინფორმაცია | |
სქესი | მამრობითი |
დაბ. თარიღი | 1850-იანი წლები |
გარდ. თარიღი | 1923 წლის შემდეგ |
მეორე ნახევარი | მერი მორსტანი |
საცხოვრებელი | ლონდონი, ბეიკერ სტრიტი 221B |
ეროვნება | ინგლისელი |
მეოცე საუკუნიდან კინოს განვითარებასთან ერთად უამრავი ფილმი შეიქმნა შერლოკ ჰოლმზისა და ექიმი უოტსონის ისტორიებზე დაყრდნობით. საბჭოთა კავშირში რეჟისორ იგორ მასლენიკოვის მიერ შეიქმნა ფილმების სერია 1979-1986 წლებში, რომელიც ხუთ ფილმს მოიცავდა, უოტსონის როლი კი ვიტალი სოლომინმა შეასრულა. 2008 და 2011 წლებში რეჟისორმა გაი რიჩიმ გადაიღო ფილმები, „შერლოკ ჰოლმზი“ და „შერლოკ ჰოლმზი: ჩრდილების თამაში“, სადაც უოტსონის როლი ინგლისელმა მსახიობმა ჯუდ ლოუმ მოირგო.