ეტიუდი (სახვითი ხელოვნება)

ტერმინს „ეტიუდი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ეტიუდი.

ეტიუდი (ფრანგ. étude, სიტყვასიტყვით – შესწავლა, ვარჯიში) — ნაწარმოები, რომელსაც ხატავენ ნატურიდან ან ნატურის შესასწავლად.

პ.-პ. რუბენსი, „მავრის თავის 4 ეტიუდი“, 1640. ბელგიის სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმი, ბრიუსელი.

ეტიუდი, ჩვეულებრივ, გამოირჩევა შთაბეჭდილების ცოცხალი გადმოცემით, უშუალობით. ფერწერული, სკულპტურული და გრაფიკული ეტიუდი ნაწარმოებზე მუშაობის მოსამზადებელი მასალის როლს ასრულებს. მაღალხარისხოვანი ეტიუდი ხშირად დასრულებული მხატვრული ნაწარმოებია. ასეთ ეტიუდებს ქმნიდნენ პეტერ პაულ რუბენსი, პოლ სეზანი, ვინსენტ ვან-გოგი და სხვ. საინტერესოა ქართველი მხატვრების: გიგო გაბაშვილის, რომანოზ გველესიანის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, კორნელი სანაძის, ედმუნდ კალანდაძის, ზურაბ ნიჟარაძისა და სხვათა ეტიუდები.

ლიტერატურა

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  • ესკიზი — მხატვრული ნაწარმოების ან მისი რომელიმე ნაწილის ჩანახატი.