ესტონეთის სტუდენტური საზოგადოების შენობა
ესტონეთის სტუდენტური საზოგადოების შენობა (ესტ. Eesti Üliõpilaste Seltsi maja) — ისტორიული შენობა ტარტუში, მდებარეობს იან ტონისონის ქუჩა, სახლი №1-ში.
იგი ითვლება პირველ შენობად, რომელიც აშენდა ესტონეთის ეროვნული არქიტექტურის სტილში.[1]
ისტორია
რედაქტირებასახლის დიზაინი ჯორჯ ჰელატის შეკვეთით აშენდა. ოსტატი-მშენებელი იყო იური ტისი. მშენებლობა დაიწყო 1901 წლის გაზაფხულზე და დასრულდა 1902 წელს.[2][3]
1906 წელს, ესტონეთის სტუდენტთა საზოგადოების შენობაში, ტარტუს ფერმერთა საზოგადოების ინიციატივით, მოეწყო ხელოვნების გამოფენა. სოფლის მეურნეობის თითოეულ დარგზე გამოყოფილი იყო ცალკე დარბაზები.[4]
1914–1919 წლებში სახლი გამოიყენებოდა სამხედრო ჰოსპიტალად.
1920 წელს ESO-ს შენობაში დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება ფინეთის რესპუბლიკასა და რუსეთის რესპუბლიკას შორის, რომლის მიხედვითაც რუსეთმა აღიარა ფინეთის დამოუკიდებლობა.[5]
1920-იან წლებში გადაწყდა შენობის ფართის გაზრდა. კარლ მენინგის აზრით, სახლი უნდა გაყიდულიყო და ახალი შენობა აეშენებულიყო უფრო წყნარ ადგილას. მოგვიანებით წარმოადგენილი იქნა სახლის კეთილმოწყობის რამდენიმე პროექტი, მაგრამ საბოლოოდ განხორციელდა ორგანიზაციის სტუდენტის არტურ კირსიპუს [6] მიერ 1928 წელს წარმოდგენილი პროექტი. სამშენებლო სამუშაოები: წყალმომარაგება, კანალიზაცია და ცენტრალური გათბობა — შეასრულა იოჰან ოსტრატმა. 1930 წლის აპრილში ახალ შენობაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, მაგრამ უკვე ზაფხულში სახლის ჭერი დაიბზარა. 1933 წელს ჩატარდა რემონტი, რომლის დროსაც შეიცვალა სახლის დაზიანებული ნაწილები და ახალი სისტემით დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა. 1935 წელს შენობა გარემონტდა, ბუხრის ოთახსა და სასადილოში კი მუხის პარკეტი დაიგო.[7]
საბჭოთა პერიოდში შენობა ტარტუს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. 1959 წლიდან 1972 წლამდე იქ იყო კომპიუტერული ცენტრი, სადაც განთავსებული იყო ესტონეთში პირველი ელექტრონული გამომთვლელი Ural-1, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ შეიცვალა Ural-4-ით. 1971 წელს შენობის ბიბლიოთეკაში განთავსდა ხელოვნების ისტორიის კათედრა. 1974 წელს სახლი გადაეცა ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტს, რის გამოც რამდენიმე შენობის გადაკეთება გახდა საჭირო. ასევე შეიცვალა შენობის სახურავი.[2] სახლი ესტონეთის სტუდენტურ საზოგადოებას დაუბრუნდა 1991 წელს, სსრკ-ს დაშლის დროს. სახლის 100 წლის იუბილეზე განხორციელდა შენობის რეკონსტრუქციის ახალი პროექტი და 2002 წელს სახლს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. პროექტი განხორციელდა რაულ ვაიქსოსა და კალ პალოს თანამშრომლობით. ოთახებს შორის ტიხრების ნაწილი დაინგრა. ერთ-ერთი დარბაზის კედლები შავად იყო შეღებილი და მორთული —ოქროს ორნამენტებით მოდერნიზმის სტილში.[8]
არქიტექტურა და გაფორმება
რედაქტირებაშენობა შესრულებულია რომანტიზმის სტილში მოდერნიზმის ელემენტებით.[9] შენობაში 12 ოთახია. სახლი დაყოფილია ნაწილებად, რომლებიც განლაგებულია შენობის ცალკეულ დონეებზე და აქვს ცალკე სახურავები. სახლის ცენტრალური ნაწილი ორსართულიანია და დანარჩენი შენობისგან გამოირჩევა ორი სარკმლის წყალობით. ერთსართულიანი შენობები ქმნიან სახლის ჰორიზონტალურ ხაზს, ხოლო ფასადის წითელი აგური და თეთრი შელესილი ზედაპირი ქმნის ნაციონალურ სტილს. ოთახებს სარკისებური თაღოვანი ჭერი აქვს. პირველ სართულზე განიერი თაღოვანი სარკმელია. პირველ სართულზე დიდი დარბაზი შაბლონებითაა მორთული მოდერნიზმის სტილში. კიბე შემკულია ნიშებითა და ბალუსტრადებით.[10]
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Антс Хейн. Maja kui sümbol: Eesti Üliõpilaste Seltsi hoone Tartus. Hattorpe, 2007. ISBN 978-9985-9073-3-7
- Eesti Üliõpilaste Selts
- Virtuaaltuur
- EÜSi maja 100 დაარქივებული 2007-08-30 საიტზე Wayback Machine.
- Ants Juske "Eesti Üliõpilaste Seltsi maja lugu sai kaante vahele" Eesti Päevaleht, 17. august 2007
- Karin Hallas-Murula "Maja, mis on sümbol" Sirp, 5. oktoober 2007 – Arvustus A. Heina raamatule "Maja kui sümbol: Eesti Üliõpilaste Seltsi hoone Tartus". Hattorpe, 2007.
- "EÜSi majja tühjendati pulberkustuti" Tartu Postimees, 9. jaanuar 2014
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Läkk, Ene. Eesti arhitektuuri esimene pääsuke. Eesti Ekspress, 18.09.2002. online 17.08.07 (Archive.org)
- ↑ 2.0 2.1 Eesti Muinsuskaitsearhiiv. VLAKV.1.17. Lk 2.
- ↑ Ants Hein. Maja kui sümbol. Tallinn, Hattorpe, 2007, lk. 30.
- ↑ j. Hain: "Sada aastat esimesest eesti kunstinäitusest" დაარქივებული 2021-05-09 საიტზე Wayback Machine. Sirp, 11. august 2006
- ↑ Soome tuba დაარქივებული 2016-04-10 საიტზე Wayback Machine. EÜS
- ↑ EÜSi maja 100. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-18. ციტირების თარიღი: 2022-05-03
- ↑ Eesti Muinsuskaitsearhiiv. ERA.T-76.1.10552. Lk 6-19.
- ↑ Läkk, Ene. Eesti arhitektuuri esimene pääsuke. (Eesti Ekspress: Areen, 2002, 19. september, lk B14-B15.)
- ↑ Ants Hein. Maja kui sümbol. Tallinn, Hattorpe, 2007, lk. 60–61.
- ↑ Hanson, Raimu. Tänavakunst seob minevikku tänasega დაარქივებული 2017-11-15 საიტზე Wayback Machine. Tartu Postimees