ესტონეთის პოლიტიკური სისტემა
ესტონეთის პოლიტიკური სისტემა — ესტონეთი საპარლამენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკაა. საკანონმდებლო ფუნქციას ქვეყანაში პარლამენტი ასრულებს. აღმასრულებელ ხელისუფლებას მთავრობა ხელმძღვანელობს, რომლის ლიდერიც პრემიერ-მინისტრია. სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან.
პოლიტიკური ისტორია
რედაქტირებაესტონეთმა დამოუკიდებლობა 1918 წელს გამოაცხადა. ესტონეთის ამომრჩეველთა ასამბლეამ საპარლამენტო რესპუბლიკა გამოაცხადა, პირველი კონსტიტუცია კი 1920 წლის 15 ივნისს იქნა მიღებული. პარლამენტი, რიიგიკოგუ ირჩევდა რიიგივანემს, რომელიც იყო როგორც მთავრობის ასევე სახელმწიფოს ხელმძღვანელი. სიჩუმის პერიოდში, 1934-1938 წლებში პოლიტიკური პარტიები აკრძალული იყო და პარლამენტი არ ფუნქციონირებდა. ამ პერიოდში ქვეყანა კონსტანტინ პიატსის, პირველი არჩეული პრეზიდენტის დეკრეტით იმართებოდა. პიატსი პრეზიდენტად 1938 წელს აირჩიეს. 1938 წელს ახალი კონსტიტუცია იქნა მიღებული. ახალი კონსტიტუციით პარლამენტი ორპალატიანი გახდა, ზედა პალატა რიიგივოლიკოგუ და ქვედა პალატა, რიიგინოუკოგუ. ორივე სახელი პირდაპირ თარგმანში სახელმწიფო საბჭოს ნიშნავს.
1940 წელს საბჭოთა კავშირმა ესტონეთის ოკუპაცია მოახდინა, ერთი წლის შემდეგ კი ქვეყანა ნაცისტური გერმანიის მმართველობაში გადავიდა. ორივე ოკუპაციის შემდეგ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი გაუქმებულ იქნა. 1944 წელს სექტემბერში, მას შემდეგ რაც ნაცისტურმა გერმანიამ ესტონეთიდან ჯარები გაიყვანა ოტო ტიიფმა 1938 წლის კონსტიტუციის მიხედვით ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა. ტიიფის მთავრობა 5 დღე ფუნქციონირებდა, რადგან ესტონეთი კვლავ საბჭოთა კავშირმა დაიკავა.
1991 წელს ესტონეთის დამოუკიდებლობა 1938 წლის კონსტიტუციის საფუძველზე აღადგინა. 1992 წელს ახალი კონსტიტუცია იქნა მიღებული. ახალი კონსტიტუციით ხელისუფლების 3 შტო არსებობს, ხალხი 101 მანდატიან პარლამენტს 4 წელიწადში ერთხელ ირჩევს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ესტონეთის მოქალაქეებს აქვთ. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს, რომელსაც 5 წლიანი ვადით აირჩევა. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევბა მაქსიმუმ 2 ვადით შეიძლება. როგორც წესი, პრეზიდენტი სთხოვს უმრავლესობის მქონე პარტიას ჩამოაყალიბოს მთავრობა, რომელსაც შემდეგ პარლამენტი ამტკიცებს. პარლამენტი ასევე ნიშნავს ესტონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ესტონეთის თავდაცვის შტაბის მეთაურს, ესტონეთის გენერალურ ინსპექტორს, ესტონეთის იუსტიციის კანცლერს და ესტონეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ესტონეთში სახელმწიფო რელიგია არ არსებობს, რელიგიური თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციით.
თანამდებობა | სახელი,გვარი | პარტია | წელი |
---|---|---|---|
პრეზიდენტი | ტოომას ჰენდრიკ ილვესი | სოციალ-დემოკრტიული პარტია | 2006 წლის 9 ოქტომბრიდან |
პრემიერ მინისტრი | ანდრუს ანსიპი | რეფორმების პარტია | 2005 წლის 12 აპრილიდან |
კოალიციური პარტნიორები | პრო პატრია და რეს პუბლიკის კავშირი |
სახელმწიფოს მეთაური
რედაქტირებაესტონეთის პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს 5 წლის ვადით. თუ კანდიდატი 3-ჯერ კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის ხმათა 2/3-ის მოგროვებას ვერ შეძლებს, მაშინ საარჩევნო ასამბლეა, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, აარჩევს პრეზიდენტს იმ ორ კანდიდატს შორის, რომელთაც პარლამენტში ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს.
აღმასრულებელი ხელისუფლება
რედაქტირებააღმასრულებელი ხელისუფლებისა და მთავრობის ხელმძღვანელია პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტის ნიშნავს და პარლამენტის ამტკიცებს. როგორც წესი, პრემიერ-მინისტრად საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი აირჩევა. პრემიერ-მინისტრი კონკრეტულად არცერთ სამინისტროს არ ხელმძღვანელობს, არამედ მთავრობის მუშაობას აკონტროლებს. თუ პრემიერ-მინისტრის პარტიამ არჩევნებში საკმარისი უპირატესობა მოიპოვა, მაშინ მთლიანი მინისტრთა კაბინეტი ამ პარტიის წევრებით იქნება დაკომპლექტებული და შესაბამისად პრემიერ-მინისტრიც უფრო მარტივად მართავს.
პარლამენტი
რედაქტირება101 მანდატიანი პარლამენტი პროპორციული სისტემით 4 წელიწადში ერთხელ აირჩევა. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ ესტონეთის მოქალაქეებს აქვთ. 2005 წლის შემდეგ ეროვნული და ევროპული პარლამენტის არჩევნებში ესტონეთში ინტერნეტ ხმის მიცემის პროცედურა გამოიყენება.
პოლიტიკური პარტიები და არჩევნები
რედაქტირებაესტონეთის პარლამენტში, როგორც წესი, სულ მცირე 6 პოლიტიკური პარტია არის წარმოდგენილი.
პარტია | იდეოლოგია | ცენტრისტული პარტია | რეფორმების პარტია | რეს პუბლიკა | კავშირი პრო პატრია | ხალხის კავშირი | სოციალ-დემოკრატიული პარტია | კოალიციური პარტია |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ცენტრისტული პარტია | ცენტრისტული | * | 2002–2003; 2005–2007 | - | - | 2005–2007 | - | 1995 |
რეფორმების პარტია | მემარჯვენე-ცენტრისტი (კლასიკური ლიბერალური) | 2002–2003; 2005–2007 | * | 2003–2005 | 1992–95; 1999–2002; 2007– | 2003– | 1999–2002 | 1995–1997 |
რეს პუბლიკა | მემარჯვენე-ცენტრისტი (კონსერვატორები) | - | 2003–2005, 2007– | * | - | 2003–2005 | - | - |
კავშირი პრო პატრია | მემარჯვენე-ცენტრისტი (ნაციონალური კონსერვატორები) | - | 1992–1995, 1999–2002, 2007– | - | * | - | 1992–1995, 1999–2002, 2007–2009 | - |
ხალხის კავშირი | მემარცხენე-ცენტრისტი (აგრარული) | 1995, 2005–2007 | 1995–1997, 2005–2007 | - | - | * | - | 1995–1999 |
სოციალ-დემოკრატიული პარტია | მემარცხენე-ცენტრისტი (სოციალ-დემოკრატია) | - | 1992–1994, 1999–2002, 2007–2009 | - | 1992–1994, 1999–2002, 2007–2009 | - | * | - |
კოალიციური პარტია | ცენტრისტი | 1995 | 1995–1997 | - | - | 1995–1999 | - | * |
სასამართლო
რედაქტირებაუმაღლეს სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენს ეროვნული სასამართლო, რიიგიკოჰუსი, რომელშიც 19 მოსამართლე შედის. ეროვნულ სასამართლოს თავმჯდომარეს წარადგენს პრეზიდენტი და ნიშნავს პარლამენტი მთელი ცხოვრების ვადით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Erik Herron’s Guide to Politics of East Central Europe and Eurasia დაარქივებული 2006-07-02 საიტზე Wayback Machine.
- Энциклопедия «Эстоника»: Вкратце об Эстонии: Политическая система დაარქივებული 2001-05-15 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links