ესპანური ღვინო
ესპანური ღვინო ( ესპ. vinos españoles ) — წითელი, თეთრი და ცქრიალა ღვინოები, რომლებიც წარმოებულია ესპანეთის მასშტაბით. პირენეს ნახევარკუნძულზე მდებარე ესპანეთი ყველაზე ფართოდ გაშენებული ვენახის მქონე ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა, [1] მაგრამ მსოფლიოში ღვინის მეორე უდიდესი მწარმოებელია, იტალიის შემდეგ, საფრანგეთისა და შეერთებულ შტატების წინ. [2] [3] ეს ნაწილობრივ განპირობებულია ძველი ვაზის ძალიან მცირე მოსავლიანობითა და ფართო მანძილით, რომელიც გაშენებულია მშრალ, უნაყოფო ნიადაგზე სპანეთის ზოგიერთ ღვინის რეგიონში. ქვეყანა მეცხრე ადგილზეა მსოფლიოში ღვინის მოხმარების მხრივ, ესპანელი წელიწადში საშუალოდ 21,6 ლიტრს სვამს. ქვეყანას აქვს ჭარბი რაოდენობის ყურძნის ჯიშები, 400-ზე მეტი სახეობის ყურძენი დარგეს ესპანეთში. თუმცა ღვინის წარმოებისას მხოლოდ 20 ჯიშის ყურძენი გამოიყენება, მათ შორის წითელი ტემპრანილო, ბობალი, გარნაკა და მონასტრელი. თეთრები - ალბარინო, აირენი, ვერდეხო, პოლომინო და მაკაბეო. სამი კავას(ესპანური ღვინო) ყურძენი: პარელადა, ზარელო და მაკაბეო.
ესპანეთის ღვინის მთავარ რეგიონებში შედის რიოხა და რიბერა დელ დუერო, რომლებიც ტემპრანილოს წარმოებით არიან ცნობილი და ხუმილა, რომელიც ცნობილია მონსტრელის წარმოებით. [1]
ისტორია
რედაქტირებაადგილობრივი ყურძნის ჯიშების სიმრავლე ხელს უწყობდა მევენახეობის ადრეულ დაწყებას, რაც მესამეული სისტემის პერიოდის სათავეში მოყვანილი ყურძნის ყლორტებით მტკიცდება. არქეოლოგების აზრით, ეს ყურძენი პირველად გააშენეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000–დან 3000 წლამდე, მანამდე, სანამ ფინიკიელების მეღვინეობის კულტურამ დააარსა კადისის სავაჭრო პუნქტი. [4] ფინიკიელების შემდეგ კართაგენელებმა რეგიონში ახალი მიღწევები შეიტანეს, მათ შორის ადრეული მევენახეობის სწავლებები. [5]
ღვინის რეგიონები
რედაქტირებაესპანეთი ტრადიციულად შეიძლება დაიყოს 12 მთავარ ღვინის რეგიონად. [6] ღვინის ეს რეგიონები გარკვეულწილად მისდევს 17 ავტონომიური გაერთიანების ადმინისტრაციულ საზღვრებს, რომლებიც ქმნიან თანამედროვე ესპანეთის სახელმწიფოს. კასტილიას ცენტრალური ავტონომიური თემი - ლა მანჩა არის ღვინის მწარმოებელი ყველაზე დიდი რეგიონი, რომელიც აწარმოებს 13 მილიონ ჰექტოლიტრს, რაც ესპანეთის ღვინის წარმოების მესამედია. კატალონია სიდიდით მეორე მწარმოებელია, 5.5 მილიონი ჰექტოლიტრი (მთლიანი 14%), ხოლო ლა რიოხა მესამეა სიდიდით, თითქმის 5 მილიონი ჰექტოლიტრი (მთლიანი 13%). [7] ღვინის მწარმოებელი უფრო დიდი რეგიონები იყოფა მცირე რეგიონებად, რომლებიც კლასიფიცირებულია ესპანეთის ღვინის კანონის შესაბამისად.
კლასიფიკაცია
რედაქტირებაესპანეთის ღვინის კანონებმა 1932 წელს შექმნეს ადილწარმოშობის დასახელების (DO) სისტემა, რომელიც განახლდა 1970 წელს, ხოლო ბოლოს განახლდა 2016 წელს და ეწოდა „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ (DOP). [8] ესპანეთის სისტემა ჰგავს საფრანგეთის, პორტუგალიის და იტალიის სისტემების იერარქიულ დასახელებებს. [1] 2019 წლის მონაცემებით, ესპანეთის მასშტაბით 138 დაცული ადგილწარმოშობის დასახელება და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა იყო.
ევროკავშირში ესპანეთის გაწევრიანების შემდეგ, ესპანური ღვინის კანონები შეესაბამებება ევროპის სხვა სისტემებს. თავდაპირველი კლასიფიკაციის სისტემა იყო იყო ხუთსაფეხურიანი, რომელსაც ახორციელებდა თითოეული ავტონომიური რეგიონის კლასიფიცირებას. არა-ავტონომიური ადგილები ან ღვინის რეგიონები, რომელთა საზღვრები ემთხვევა სხვა ავტონომიურ თემებს (როგორიცაა კავა, რიოხა და ხუმილა ), მართავს მადრიდში დაფუძნებულ ადგილწარმოშობის ეროვნული ინსტიტუტი (INDO). 2016 წელს განახლებული მონაცემებით, ხუთდონიანი სისტემა გახდა ექვსდონიანი და შემდეგია: [8]
დაცული ადგილწარმოშობის დასახელება (DOP) - ესპანეთის ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის საყრდენი. თითოეულ რეგიონს მართავს მარეგულირებელი საბჭო, რომელიც წყვეტს რეგიონის საზღვრებს, ნებადართულ ჯიშებს, მაქსიმალურ მოსავლიანობას, ალკოჰოლური სიმკვრივის ლიმიტებს და ხარისხის სხვა სტანდარტებს ან ზონასთან დაკავშირებულ წარმოების შეზღუდვებს. 2019 წლის მონაცემებით არსებობს 96 დაცული ადგილწარმოშობის დასახელება. ქვეკატეგორიებს შეიძლება ეწოდოს დაცული ადგილწარმოშობის დასახელება.
ადგილწარმოშობის კვალიფიცური აღნიშვნა (DOCa / DOQ ) - ეს აღნიშვნა მსგავსია იტალიური ღვინოების უმაღლესი კატეგორიისა სახელმწიფო გარანტიით (DOCG). რიოხა იყო პირველი რეგიონი, რომელსაც 1991 წელს მიენიჭა ეს დანიშნულება, ხოლო 2003 წელს მას მოჰყვა პრიორატი. [4]
ადგილწარმოშობის დასახელება (DO) - კლასიფიკაციის ესპანური სისტემით, ამა თუ იმ ზონის „დასახელების კონტროლირება წარმოშობის მიხედვით“, ფრანგული AOC კატეგორიის ანალოგი. ეს დონე არის საშუალო ხარისხის ღვინის რეგიონებისთვის, რომელსაც არეგულირებს მარეგულირებელი საბჭო, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ამ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების გაყიდვაზე.
მამულის ღვინო - (VP), სპეციალური ტერმინი მაღალხარისხიანი, ერთ მამულში დამზადებული ღვინოებისთვის, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში ასევე აქვს ადგილწარმოშობის დასახელება. ეს კატეგორია ჩამოყალიბდა 2003 წელს.
ხარისხიანი ღვინო გეოგრაფიული აღნიშვნით - (VC), 2003 წელს მამულის ღვინოსთან ერთად ჩამოყალიბებული კატეგორია რომელიც გამოიყენება ღვინოებისთვის, რომლებიც სრულად არ აკმაყოფილებენ ადგილწარმოშობის დასახელების მკაცრ სტანდარტებს, მაგრამ უფრო მაღალი დონისაა ვიდრწ დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის კატეგორია.
დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ( IGP) - ეს არის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების დონის ქვემოთ კატეგორია და არის ღვინო, რომელიც წარმოშობილია კონკრეტული ადგილიდან, რეგიონიდან ან ქვეყნიდან, რომელსაც აქვს გარკვეული ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებელი - წარმოების ფაზების ჩათვლით. არსებითად შეიძლება მიეკუთვნებოდეს მის გეოგრაფიულ წარმოშობას, რომელთაგან ერთი მაინც ხდება განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ტრადიციული ტერმინი „მხარის ღვინო“ (VT).
სუფრის ღვინო ( VdM) - ქვეყნის სუფრის ღვინოების ეკვივალენტურია და მზადდება არაკლასიფიცირებული ვენახებისგან ან ყურძნისგან, რომლებიც დამზადებულია „უკანონო“ შერევით. XX საუკუნის ბოლოს იტალიის სუპერ ტოსკანების მსგავსად, ზოგიერთი ესპანელი მეღვინე განზრახ გამოყოფს თავის ღვინოებს, რათა მეტი მოქნილობა ჰქონდეთ შერევისა და მეღვინეობის მეთოდებში. [4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Spain - Wine regions and their wine Information about all Spanish DOCa and DOP wine regions
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 K. MacNeil The Wine Bible pg 410-422 Workman Publishing 2001 ISBN 1-56305-434-5
- ↑ Top fifteen wine-producing countries, 2017
- ↑ World wine production reaches record level in 2018, consumption is stable - BKWine Magazine - (14 April 2019). ციტირების თარიღი: 18 November 2019
- ↑ 4.0 4.1 4.2 J. Robinson (ed) "The Oxford Companion to Wine" Third Edition pg 652-65 Oxford University Press 2006 ISBN 0-19-860990-6
- ↑ H. Johnson Vintage: The Story of Wine pg 85, Simon and Schuster 1989 ISBN 0-671-68702-6
- ↑ Driscoll, Killian. Guide to the Wine Regions of Spain, Part 1. ციტირების თარიღი: 19 December 2019.
- ↑ Driscoll, Killian. Spain’s wine regions in numbers and maps. ციტირების თარიღი: 3 February 2020.
- ↑ 8.0 8.1 Driscoll, Killian. Classification order of Spanish Wine appellations – What do DOP, DOCa, DOQ, VP, VC, IGP Mean?. ციტირების თარიღი: 19 December 2019.