ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ესთერ ჩაპა ტიერინა (ესპ. Esther Chapa Tijerina; დ. 22 ოქტომბერი, 1904 — გ. 14 დეკემბერი, 1970) — მექსიკელი ქირურგი, მასწავლებელი, მწერალი, პროფკავშირული მოძრაობის წარმომადგენელი, ფემინისტი, სუფრაჟისტი, ქალთა და ბავშვთა უფლებების დამცველი. სამედიცინო პრაქტიკაში სპეციალიზებული იყო კლინიკურ ანალიზსა და მიკრობიოლოგიაში, რომელსაც ასწავლიდა მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში.[1]

ესთერ ჩაპა ტიერინა
ესპ. Esther Chapa Tijerina
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი 1904
ტამპიკო, ტამაულიპასი, მექსიკა
გარდაცვალების თარიღი 14 დეკემბერი, 1970
მეხიკო, მექსიკა
მოქალაქეობა მექსიკის დროშა მექსიკა
საქმიანობა მწერალი, ქირურგი
სუფრაჟისტი, ქალთა უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ესთერ ჩაპა დაიბადა 1904 წლის 22 ოქტომბერს ტამაულიპასში ვირხინია ტიგერინასა და კვირინო ჩაპას ოჯახში. მას ოთხი და-ძმა ჰყავდა.

ესთერ ჩაპა ასწავლიდა მიკრობიოლოგიას მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში. ის იყო ეროვნული საექთნო სკოლის პრეზიდენტი და ქირურგებისა და მომსახურების სფეროს მუშაკთა პროფკავშირების თანადამფუძნებელი.

ჩაპა მექსიკის ფემინისტური მოძრაობის პიონერთა რიგებში იყო და ხელმძღვანელობდა ქალთა სუფრაჟისტულ მოძრაობას 1932 წელს. იგი აქტიურად ემხრობოდა ქალთა თანასწორობას მამაკაცებთან, არჩევნებში ქალების მონაწილეობას,   იბრძოდა აბორტის უფლებისა და  ქალების  საზოგადოების  აქტიური წევრებად ყოფნის შესაძლებლობისთვის. გარდა ამისა, ჩაპა მუშაობდა პატიმარ ქალთა უფლებების დასაცავად, აგრეთვე გახლდათ  ესპანელი ხალხის ბავშვების დახმარების კომიტეტის დირექტორი (ესპანეთის სამოქალაქო ომიდან ჩასული ლტოლვილებისთვის).[2]

როგორც მარქსისტმა და მექსიკის კომუნისტური პარტიის აქტივისტმა, კომინტერნის მიერ გამოცხადებული სახალხო ფრონტების პოლიტიკის ფარგლებში, ესთერ ჩაპამ, დოქტორ მატილდა როდრიგეს კაბოსთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად, 1935 წელს დააარსა  ქალთა უფლებების დაცვის გაერთიანებული ფრონტი. (FUPDM), რომლის მიზანს წარმოადგენდა   კომუნისტებისა და ეროვნული რევოლუციური პარტიის მხარდამჭერების გაერთიანება. 1934 წლის ივნისში გამართულ შეხვედრაზე მარქსისტ დისიდენტებთან ერთად ჩაპა, ამტკიცებდა, რომ სიღარიბე იყო პროსტიტუციის გავრცელების მთავარი მიზეზი ამ მხარეში. ესთერ  ჩაპა და მატილდა როდრიგეს კაბო ერთმანეთს შეხვდნენ სამედიცინო კოლეჯში სწავლის პერიოდში. მათ მიაღწიეს რეფორმების გატარებას, რომლებიც მიმართული იყო ციხეებში პატიმართა დასახმარებლად, პროსტიტუციის პრობლემის მოსაგვარებლად, ქალებისა და ბავშვების კეთილდღეობისთვის,  საბიუჯეტო რესურსების საგანმანათლებლო და სოციალურ პროგრამებზე გამოსაყოფად.[3]

1936 წელს გამოვიდა ესთერ ჩაპას წიგნი El derecho al voto para la mujer, სადაც ავტორმა  ქალები შეადარა  პატიმრებსა და ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებს, რადგან მათაც არ აძლევდნენ ხმის მიცემის უფლებას და მათი საქმიანობა შეზღუდული იყო.[4][5]

მას შემდეგ, რაც ქალთა გაერთიანებულმა ფრონტმა საბოლოოდ გაიმარჯვა და მიაღწია ქალებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭებას 1958 წელს, ჩაპა გახდა საერთაშორისო კონსულტანტი და ხშირად სტუმრობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, იყო მექსიკის ჩინელ ხალხთან მეგობრობისა და ჩინეთის  ხალხის მეგობრების საზოგადოების წევრი.

ესთერ ჩაპა გარდაიცვალა კიბოთი 1970 წლის დეკემბერში.[6][7][8]

რჩეული ნაშრომები

რედაქტირება
  • Las mujeres mexicanas (with Miguel Alemán) (1945)
  • La mujer en la política en el próximo sexenio (1946)
  • El problema de la penitenciaría del Distrito Federal (1947)
  • Apuntes de prácticas de microbiología (with Pedro Pérez Grovas) (1941)
  • El derecho de voto para la mujer. — Frente Único Pro Derechos de la Mujer, 1936
  1. López, Gabriela Castañeda; Rodríguez de Romo, Ana Cecilia (2010). "Esther Chapa Tijerina, 1904-1970". Boletín Mexicano de Historia y Filosofía de la Medicina (in Spanish). 13 (1): 34–35. (ესპ.)
  2. Soto, Shirlene Ann (1977). The Mexican Woman: A Study of Her Participation in the Revolution, 1910-1940 (Thesis). OCLC 1139694753. ProQuest 287995646.
  3. Soto, Shirlene. Emergence of the Modern Mexican Woman. Arden Press, 1990.
  4. Cervantes, Erika. 'Esther Chapa fue promotora incansable del voto femenino'. Cimac Noticias, 10 Nov. 2005, www.cimacnoticias.com.mx/node/38865.
  5. Tuñon, Julia. Mujeres en México: Recordando una Historia. Conaculta, 1987. (ესპ.)
  6. Cecilia, Rodríguez de Romo Ana, et al. Protagonistas de la medicina científica mexicana, 1800-2006. Universidad Nacional Autónoma de México, Facultad de Medicina, 2008. (ესპ.)
  7. Macías, Anna. Against all odds: the feminist movement in Mexico to 1940. Greenwood Press, 1982.
  8. Olcott, Jocelyn. Revolutionary Women in Post-Revolutionary Mexico. Duke University Press, 2005.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ესთერ_ჩაპა“-დან