ესთერ როლი
ესთერ როლი (ინგლ. Esther Rolle დ. 8 ნოემბერი, 1920 პომპანო ბიჩი, ფლორიდა, აშშ — გ. 17 ნოემბერი, 1998) — ამერიკელი მსახიობი ქალი. როლი ცნობილია ფლორიდა ევანზის როლით, CBS-ის სატელევიზიო სიტკომის Maude- ში მონაწილეობით, რომელიც ორი სეზონის განმავლობაში (1972-1974) გადიოდა და მისი სპინ-ოფის სერიით Good Times, ხუთი სეზონით (1974-1977, 1978-1979), როლი იყო ნომინირებული ოქროს გლობუსის პრემიაზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის — სატელევიზიო სერიალის, მიუზიკლის ან კომედიის დარგში 1976 წელს. 1979 წელს როლმა მიიღო ემის ჯილდო გამოჩენილი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებისათვის ფილმისთვის Summer of My German.[1]
ესთერ როლი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
8 ნოემბერი, 1920 პომპანო ბიჩი, ფლორიდა, U.S. |
გარდაცვალების თარიღი | 17 ნოემბერი, 1998 (78 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი, მუსიკოსი |
აქტიური | 1964 – 1998 |
მეუღლე(ები) | Oscar Robinson |
ადრეული წლები
რედაქტირებაესთერ როლი დაიბადა ფლორიდაში, პომპანო ბიჩში. იგი მეათე იყო 18 ბავშვიდან (ბავშვები, რომლებსაც მოიცავდნენ და-ძმები და თანამოაზრე მსახიობები ესტელ ევანზი და როზანა კარტერი.[2] როლმა დაამთავრა Blanche Ely High School პომპანო ბიჩში, ფლორიდა. მან თავდაპირველად ისწავლა ატლანტას Spelman College-ში, ნიუ იორკში გადასვლამდე.[3] ნიუ – იორკში ყოფნისას იგი დადიოდა Hunter College-ში, სანამ ახალ სკოლაში გადავიდოდა, შემდეგ კი იელის უნივერსიტეტში, ნიუ – ჰეივენში, კონექტიკუტის შტატში. [4]
კარიერა
რედაქტირებაცეკვა და თეატრი
რედაქტირებაროლი იყო ასადატა დაფორას საცეკვაო ჯგუფის, Shogolo Oloba- ს წევრი[5]. იგი 1960 წელს გახდა დასის დირექტორი. [3] როლის ყველაზე ადრეული როლები იყო სცენაზე; მისი დებიუტი ნიუ იორკში შედგა 1962 წელს სპექტაკლში „შავკანიანები“. მას ხშირად იღებდნენ რობერტ ჰუკსისა და Negro Ensemble Company.-ის მიერ წარმოებულ სპექტაკლებში. იგი ასევე გამოჩნდა ფილმებში The Crucible და Blues for Mr. Charlie. [5] როლის ყველაზე ცნობილი ადრეული როლი იყო მისის მეიბელის როლი 1973 წელს მელვინ ვან პიბლის სპექტაკლში "Don't Play Us Cheap". [6] 1977 წელს როლმა განასახიერა ლედი მაკბეტი უილიამ შექსპირის „მაკბეტში“ ჰაიტიზე გავლენის ქვეშ მყოფი ვერსიით.
ტელევიზია
რედაქტირებაროლი ყველაზე ცნობილია ფლორიდა ევანზის სატელევიზიო როლით და პერსონაჟით, რომელიც მან 1970-იანების ორ სიტკომში ითამაშა. როლი ნომინირებულია 1975 წელს მუსიკალური / კომედიის ოქროს გლობუსის საუკეთესო მსახიობი ქალისთვის Good Times- ში შესრულებული როლისთვის. როლი 19 წლით უფროსი იყო ვიდრე მსახიობი ჯონ ამოსი, რომელიც მის მეუღლეს ჯეიმზ ევანზს ასრულებდა. ჯეიმზ ევანზის პერსონაჟი მხოლოდ მას შემდეგ დაემატა, რაც ესთერ როლიმ ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ შოუში მამა და ქმრის პერსონაში დაემატებინათ, რადგან უკმაყოფილო იყო, როდესაც ჯიმი უოკერის პერსონაჟით, რომელსაც გადაცემა არასერიოზული მიმართულებით მიჰყავდა. ჯონ ამოსი დაეთანხმა როლეს უოკერის პერსონაჟის შესახებ და მესამე სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს შოუდან. 1979 წელს მან მოიგო ემი თავისი სატელევიზიო ფილმის Summer of My German Soldier-ის როლისთვის.[6]
მისი ერთ-ერთი მცირე როლი იყო ფილმში The Incredible Hulk, ეპიზოდში სათაურით „საჭესთან“, სადაც მან ითამაშა ტაქსების ბიზნესის მფლობელი.[7] 1990-იან წლებში როლი მოულოდნელად გამოჩნდა RuPaul- ის VH-1 თოქ-შოუში.
მუსიკა და ალბომები
რედაქტირებაროლმა 1975 წელს გამოუშვა მუსიკალური ალბომი სახელწოდებით The Garden of My Mind.[8] როლის პირველი ეკრანული გამოჩენა იყო ფილმში "To Kill a Mockingbird" (1962), მოგვიანებით იგი გამოჩნდა გორდონ პარკსის "The Learning Tree"-ში (1969). მისი და, მსახიობი ესტელ ევანზი, ორივე ფილმში გამოჩნდა.[9] ესთერ როლი კარიერის დასაწყისში გამოჩნდა ფილმში Nothing but a Man (1964). Good Times- ის დასრულების შემდეგ, იგი გამოჩნდა არაერთ სატელევიზიო ფილმში, მათ შორის, Driving Miss Daisy და My Fellow Americans. დასამახსოვრებელი როლი იყო დეიდა სარას ფილმში Rosewood (1997). მას დიდი როლი ჰქონდა ფილმში I Know Why the Caged Bird Sings — მაია ანჯელუს ამავე სახელწოდების მოგონების საფუძველზე. მან მოიგო პირველი ემის ჯილდო Miniseries ან ფილმში საუკეთესო მსახიობი ქალისთვის 1979 წელს, Summer of My German Soldier-ში მუშაობისთვის. ერთ-ერთი საუკეთესოა მისი როლი ფილმში The Mighty Quinn (1989), სადაც მთავარ როლებს ასრულებენ დენზელ ვაშინგტონი და შერილი ლი რალფი. მისი ბოლო ფილმი იყო Train Ride, რომელიც 2000 წელს გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ 1998 წელს გადაიღეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Esther Rolle at emmys.com
- ↑ Sterngold, James (November 19, 1998). "Esther Rolle, 78, Who Played Feisty Maid and Matriarch" The New York Times. New York City: The New York Times Company.
- ↑ Esther Rolle დაარქივებული 2013-11-02 საიტზე Wayback Machine. Archived 2013-11-02 at the Wayback Machine at the African American Registry
- ↑ "Esther Rolle biography" . DLife. Westport, Connecticut: LifeMed Media, Inc. June 14, 2012. Archived from the original on April 16, 2015. Retrieved April 16, 2015.
- ↑ Sterngold, James (November 19, 1998) "Esther Rolle, 78, Who Played Feisty Maid and Matriarch" The New York Times. New York City: The New York Times Company.
- ↑ Brooks & Marsh 2003 p. 1431.
- ↑ Erickson, Hal. "Esther Rolle biography" დაარქივებული 2003-10-05 საიტზე Wayback Machine. The New York Times. Retrieved April 28, 2007.
- ↑ Esther Rolle - Maybe It's at www.wfmu.org
- ↑ Esther Rolle[მკვდარი ბმული] at the TCM Movie Database