ერხაი
ერხაი (洱海) — ალპური ტბა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში. მდებარეობს იუნანის მთიანეთზე,[1] ზღვის დონიდან 1972 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 250 კმ², მაქსიმალური სიღრმე 20,9 მ. გაწოლილია ცანშანის მთებისა და უძველეს ქალაქ დალიდან აღმოსავლეთისაკენ. ტბიდან გამოედინება მდინარე მეკონგის შენაკადი იანბი. მდიდარია თევზით.
ერხაი | |
---|---|
კოორდინატები: 25°45′48″ ჩ. გ. 100°11′15″ ა. გ. / 25.76333° ჩ. გ. 100.18750° ა. გ. | |
მდებარეობა | ჩინეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1972 მ |
სიგრძე | 40 კმ |
სიგანე | 8 კმ |
ფართობი | 250 კმ² |
მოცულობა | 2,5 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 10,5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 20,9 მ |
ღირსშესანიშნაობანი
რედაქტირებატბის გარშემო დაშვებულია ფეხით ტურიზმი. ამის წყალობით შესაძლებელია ტბის კვლევა. მის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს გასართობი ცენტრები „Erhai Park“ და „Butterfly Springs“. მოგზაურთათვის ნებადართულია ტბაზე მდებარე რამდენიმე ულამაზეს კუნძულზე გასეირნება.
ადგილობრივ მცხოვრებთათვის ტბა წარმოადგენს კვების მნიშვნელოვან წყაროს. ისინი განთქმულნი არიან თევზჭერის საკუთარი მეთოდებით. მათ მიერ გაწვრთნილი ფრინველები იჭერენ თევზს და აძლევენ თევზით მოვაჭრეს, რადგან ყელზე ჩამოცმული რგოლის გამო ვერ ახერხებენ თევზის გადაყლაპვას.
ბიომრავალფეროვნება
რედაქტირებაერხაი მდიდარია ბიომრავალფეროვნებით. ის არის იუნანის სამ მსხვილ ტბას შორის გამორჩეული დიდი რაოდენობით ენდემური თევზის სახეობებით. ერხაიში ცნობილი თევზის 23 სახეობიდან და ქვესახეობიდან 8 ენდემურია. მათ შორის:
- Cyprinus barbatus,
- C. daliensis,
- C. longipectoralis,
- C. megalophthalmus,
- Paracobitis erhaiensis,
- Poropuntius daliensis (Barbodes daliensis),
- P. exiguus (B. exigua)
- Zacco taliensis (Schizothorax taliensis).
ამათ შორის, მხოლოდ ორი სახეობა
- C. barbatus და
- C. longipectoralis
იყო რეგისტრირებული 2000 წელს, დანარჩენი სახეობები არ იყვნენ რეგისტრირებული. შესაძლოა, უკანასკნელი წლების მანძილზე გადაშენდნენ. რამდენიმე არაენდემური, მაგრამ აბორიგენი სახეობა ასევე, გამქრალია ტბიდან. პირიქით, ამჟამად, ათზე მეტი შემოტანილი თევზის სახეობა ბინადრობს.
ტბიდან გამქრალია ასევე, რამდენიმე ადგილობრივი ჰიდროფიტის სახეობა.
უწინ ტბა წარმოადგენდა ნანჯაოს მეფეების დასასვენებელ ადგილს, აგარაკს.