ერწახვი

მთა საქართველოში და რუსეთში

ერწახვი, ერცახუ — მწვერვალი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, საქართველოსა და რუსეთის ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე, მდინარე აქსაუთის (ყუბანის სისტემა) სათავეებში, სიმაღლე ზღვის დონიდან 3910 მ.

ერწახვი
კოორდინატები: 43°18′12″ ჩ. გ. 41°27′21″ ა. გ. / 43.3035611° ჩ. გ. 41.4558500° ა. გ. / 43.3035611; 41.4558500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული გულრიფშის მუნიციპალიტეტი
ყარაჩაი-ჩერქეზეთი
სიმაღლე 3910 
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები ფიქალი
ერწახვი — საქართველო
ერწახვი
ერწახვი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ერწახვი

აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებით. ჩრდილოეთი კალთა დამრეცია, სამხრეთი — ციცაბო. ერწახვის სამხრეთი კალთის 2 მყინვარი ასაზრდოებს მდინარე ჩხალთის მარცხენა შენაკადებს. დამახასიათებელია სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი.

ლიტერატურა

რედაქტირება