ეროვნულ სოციალისტური საქართველოს მშრომელთა პარტია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეროვნულ სოციალისტური საქართველოს მშრომელთა პარტია — ულტრამემარჯვენე პარტია საქართველოში. მოძრაობა თავდაპირველად დაარსდა, როგორც საქართველოს ეროვნული ერთობა და დარეგისტრირდა არასამთავრობო ორგანიზაციად 2016 წლის 2 ნოემბერს.[1] ესსმპ-ს მთავარი იდეოლოეგიებია ქართული ნაციონალიზმი, ნაციონალ სოციალიზმი და მილიტარიზმი. ისინი ეწინააღმდეგებიან „საერთაშორისო ებრაელობას“, კულტურულ მარქსიზმს და ლიბერალიზმს .[2]

პარტიის სიმბოლო

ჯგუფი თეთრი რასის შენარჩუნების მომხრეა, რომელიც, მათი თქმით, საქართველოში წარმოიშვა.[3] მათი ერთ-ერთი უპირველესი მიზანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა 1919 წლის საზღვრებით.[4] პარტია ასევე მიზნად ისახავს ეთნიკური ქართველების გაერთიანებას, ასევე მათ, ვინც ეთანხმება პარტიის იდეოლოგიას და განიხილავს საქართველოს როგორც საკუთარ სამშობლოს.[5][6]

მოძრაობა დააარსა თორნიკე კივილაძემ, რომელიც პირველი ორი თვის განმავლობაში იყო ჯგუფის მეთაური.[7] შემდეგ ეს თანამდებობა გიორგი ჭელიძემ აიღო.

აქტივიზმი

რედაქტირება

ესსმპ ცნობილია პროპაგანდისტული ძალისხმევით, რაც მოიცავს ადოლფ ჰიტლერის წიგნის, " Mein Kampf "- ის ქართულ ენაზე თარგმნას.[8] პარტია ადრე ეკონტაქტებოდა მხარდამჭერებს YouTube-ზე, პირდაპირი ეთერის სახით.[9]

  1. საქართველოს ეროვნული ერთობა - Companyinfo.ge en. ციტირების თარიღი: 2024-09-09
  2. არიან ქორთუ. ციტირების თარიღი: 2024-09-09
  3. არიან ქორთუ. ციტირების თარიღი: 2024-09-09
  4. არიან ქორთუ. ციტირების თარიღი: 2024-09-09
  5. არიან ქორთუ. ციტირების თარიღი: 2024-09-09
  6. „დიდება ერს, სიკვდილი მტერს“ რუსთაველის მიმდებარედ „საქართველოს ეროვნული ერთობა“ კონტრაქციას მართა. https://www.youtube.com/watch?v=hOw6e87MbLw&ab_channel=%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%98GeorgianPublicBroadcaster.
  7. დანგაძე, მარიამ; გიგაური, სანდრო. (2021-07-27) ვინ არის “შავპერანგიანი”, ვინც SS-ის პროპაგანდისტული ფილმით ჰოლოკოსტს უარყოფს? | mythdetector.ge ka-GE. ციტირების თარიღი: 2024-09-09
  8. არიან ქორთუ. ციტირების თარიღი: 2024-09-09
  9. არიან ქორთუ. ციტირების თარიღი: 2024-09-09