ერნესტ არუშანოვი (Эрнест Константинович Арушанов; დ. 4 თებერვალი, 1941; ბაქო, აზერბაიჯანი) — საბჭოთა და მოლდოველი ექსპერიმენტატორი ფიზიკოსი, მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ერნესტ არუშანოვი
დაბ. თარიღი 4 თებერვალი, 1941(1941-02-04) (83 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
მოქალაქეობა  მოლდოვა
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი კონსტანცის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები Order of Work Merit

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა და გაიზარდა ბაქოში, სადაც 1958 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. [1] სკოლის დამთავრებისთანავე ჩავიდა კიშინიოვში, სადაც ჩაირიცხა კიშინევის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ამჟამად მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფიზიკისა და მათემატიკის განყოფილებაში. 1963 წელს უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში, რის შედეგადაც მიიღო სადოქტორო დისერტაცია ნახევარგამტარული ნაერთების დარგში [2] (1969). 1967 წლიდან 1986 წლამდე მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად მოლდოვის სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტში, სერგეი ივანოვიჩ რადაუცანის ლაბორატორიაში. [3] შემდეგ 1984 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. [4] 1986 წლიდან 1988 წლამდე ხელმძღვანელობდა მის მიერ შექმნილ ლაბორატორიას. 1988 წელს დაინიშნა გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. 1989 წელს არუშანოვი გახდა პროფესორი, ხოლო 1992 წელს აირჩიეს მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. [1]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ერნესტ არუშანოვმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ინსტიტუტების შენარჩუნებაში, ზოგადად მოლდოვის მეცნიერების შემდგომი განვითარებასა და კერძოდ, ფიზიკის განვითარებაში. 1997 წელს იგი გადადგა დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან და ხდება მზის ენერგიის კონვერტაციის მასალებისა და სტრუქტურების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

2000 წელს მოლდოვის მეცნიერებათა აკადემიის ასამბლეის საერთო კრებაზე აკადემიკოსად აირჩიეს ერნესტ არუშანოვი. [1]

პედაგოგიური გამოცდილება

რედაქტირება
 
ახალგაზრდა ერნესტ არუშანოვი.

ე.კ არუშანოვის სწავლების გამოცდილება 40 წელზე მეტ ხანს მოიცავს. [5] ნახევარგამტარების ფიზიკის პირველ კურსს 1970 წლიდან 1972 წლამდე კითხულობდა ლექციებს კიშინიევის სერგეი ლაზოს სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მოგვიანებით, იმავე ადგილას, უკვე პროფესორი კითხულობდა ლექციებს მასალებისა და ნახევარგამტარების ფიზიკაზე (19861988).

საბჭოთა კავშირის დაშლამ საბჭოთა პროფესორებსა და მკვლევარებს დასავლეთში მუშაობის შესაძლებლობა მისცა; ამით ისარგებლა არუშანოვმა. 1993-1994 წლებში ატარებდა სემინარებს ფიზიკაში კონსტანცის უნივერსიტეტში, გერმანიაში. ამას მოჰყვა მოწვევა საფრანგეთში, სადაც არუშანოვს შესთავაზეს ფიზიკის ლექციების წაკითხვა ჯერ 1995 და 1996 წლებში ტულუზის პოლ საბატიეს უნივერსიტეტში, შემდეგ კი 2002 წელს პარიზის უნივერსიტეტში. ერნესტ არუშანოვი სხვადასხვა პერიოდში კითხულობდა ლექციებს ავსტრიის, ინგლისის, ჰოლანდიის, ესპანეთის, კანადის, პოლონეთის, სინგაპურის და შვეიცარიის უნივერსიტეტებში. [6]

1974 წლიდან ერნესტ არუშანოვმა მოამზადა 15 დოქტორანტი და აგრძელებს ცოდნის გაზიარებას კურსდამთავრებულებთან.

 
ნახევარგამტარული ნაერთების ლაბორატორიის თანამშრომლები (მარცხნიდან მარჯვნივ: ერნესტ არუშანოვი, ვლადიმერ პრუგლო, ლუდმილა ლუკიანოვა, ალექსანდრე ნატეპროვი, სერგეი რადაუცანი (ლაბორატორიის ხელმძღვანელი), დიმიტრი სამუსი).

არუშანოვის სამეცნიერო ინტერესები უკიდურესად მრავალფეროვანია, მაგრამ მაინც მისი ნაშრომების საფუძველია ნამუშევრები სატრანსპორტო ფენომენების თეორიაზე სხვადასხვა ნახევარგამტარულ ნაერთებში. ამას მოწმობს მისი დისერტაციებიც.

მისი კვლევის დროს ეკ არუშანოვმა მოიპოვა 12 პატენტი, გამოაქვეყნა 3 მონოგრაფია, 3 მიმოხილვა და 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატია [6] სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ჟურნალებში, კრისტალების ზრდის, მზის ენერგიის, თერმოელექტროენერგიის მასალების ელექტრო, ოპტიკური და მაგნიტური თვისებების შესახებ.

ამჟამად, ერნესტ კონსტანტინოვიჩის მთავარი სამეცნიერო ინტერესი არის მზის უჯრედებისთვის ახალი შთამნთქმელი მასალების მოძიება, რასაც იგი წარმატებით ახორციელებს მზის ენერგიის კონვერტაციისთვის მასალებისა და სტრუქტურების ლაბორატორიაში. თუმცა, როგორც ცნობილი მეცნიერი ნახევარგამტარული ნაერთების თვისებების გამოკვლევის სფეროში, ერნესტ არუშანოვი ხშირი სტუმარია სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიებისა (მათ შორის გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში და მრავალი სხვა).

ჯილდოები

რედაქტირება

მოლდოვის სსრ-ს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში მატერიალურ მეცნიერებასა და ნახევარგამტართა ფიზიკაზე მუშაობისთვის [5] (1983).

მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში მესამე და მრავალმხრივ ნაერთებზე მუშაობისთვის [6] (1998).

2001 წელს ერნესტ არუშანოვი გახდა "Om Emerit" მოლდოვის მეცნიერების განვითარებაში მიღწეული მიღწევებისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Ernest Arushanov's biography at the website of the Academy of Sciences of Moldova
  2. Автореферат диссертации на звание кандидата в доктора физико-математических наук. — Кишинев: Штиинца, 1968 год. — С.48.
  3. Sergei Ivanovich Radautsan's biographi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
  4. Автореферат диссертации на звание доктора физико-математических наук. — Кишинев: Штиинца, 1983 год. — С.56.
  5. 5.0 5.1 Academia de Stiinte a Republicii Moldova-50. — Chişinău, 1996. — P.135-136.
  6. 6.0 6.1 6.2 Academia de Stiinte a Moldovei. Academy of Sciences of Moldova. — Chişinău, 2001. — P.100.